ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოფალ გულიევი (დ. 4 ოქტომბერი, 1963, ალი-ბაირამლი, აზერბაიჯანი — გ. 13 დეკემბერი, თოდანი, გორანბოის რაიონი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, დაიღუპა ყარაბაღის ომში.[1]

ნოფალ გულიევი
დაბადების თარიღი 4 ოქტომბერი, 1963
ალი-ბაირამლი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 13 დეკემბერი, 1991 (28 წლის)
თოდანი, გორანბოის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი

ცხოვრება

რედაქტირება

ნოფალ ზაჰიდ ოღლუ გულიევი დაიბადა 1963 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ ალი-ბაირამლიში. 1981 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა. 1982-1983 წლებში მსახურობდა ჯარში. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1984 წლიდან 1990 წლამდე მუშაობდა ქალაქ ტიუმენში. 1990 წლის დეკემბრის თვეში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილეობისთვის შევიდა შსს-ის სპეციალიზებული დანიშნულების მილიციის ჯგუფში.[1]

ომში მონაწილეობა

რედაქტირება

ნოფალ გულიევმა მოკლე ხანში თავი აქტიურად გამოიჩინა ფიზულიში, გორანბოიში, მთიან ყარაბაღში სომხური შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში. ყოველ ბრძოლაში ირჩევდა ყველაზე ძნელ პოზიციას. გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფაქცევით. 1991 წლის 15 ივლისს სომხურმა შეიარაღებულმა ძალები დიდი ძალებითა და ტექნიკით თავს დაესხნენ სოფელ ტოდანს. საჭირო იყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა საბრძოლო ზონიდან. ნოფალ გულიევი სოფლიდან მშვიდობიანი მოსახლების გაყვანით და მათი უსაფრთხო ადგილზე წაყვანით იყო დაკავებული. დაღლილობის მიუხედავად, დახმარების საჭიროება არსებობდა, ამიტომ კვლავ უკან დაბრუნდა. იმ დროს, სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი პოზიციები წინ წამოწიეს. ნოფალი სოფელში დარჩენილი დაუცველი ადამიანების გადასარჩენად აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში, სადაც დაიღუპა კიდეც.[2]

იყო დაოჯახებული. მას დარჩა ერთი ვაჟიშვილი.

ჯილდოები

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1992 წლის 6 ივნისის № 831 ბრძანებულების საფუძველზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გმირობისა და სიმამაცისთვის ნოფალ ზაჰიდ ოღლუ გულიევს მიენიჭა „აზერბაიჯანის ეროვნული გმირის“ წოდება.

ქალაქ ალი-ბაირამლის № 9 საშუალო სკოლა, სადაც იგი სწავლობდა, მიენიჭა მისი სახელი, სკოლის ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.

  1. 1.0 1.1 QULİYEV NOFƏL ZAHİD oğlu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2019.
  2. Azərbaycanın Milli Qəhrəmanları - QULİYEV NOFƏL ZAHİD oğlu (27 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 7 September 2018
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოფალ_გულიევი“-დან