ნომიკოსის სახლი (რუს. Дом Номикоса) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 ბრძანების შესაბამისად სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[1].

ნომიკოსის სახლი
რუს. Дом Номикоса
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მასალა აგური[1]
დასრულების თარიღი XIX საუკუნის მესამე მეოთხედი

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 53[2].

ტაგანროგში ბერძნების ქუჩა 53-ში მდებარე სახლი აგებულია XIX საუკუნის მესამე მეოთხედში. იგი ააგეს მეორე გილდიის ვაჭარ ნიკოლაი ლომბაკოს ოჯახისათვის. მას და მის ცოლს პავლინა ვასილის ასულს ჰყავდათ რამდენიმე შვილი.

1866-1867 წლებში სახლი გაყიდეს და გადავიდა კალომირა ვასილის ასულის, ანტონ ნომიკოსის ცოლის, კუთვნილებაში. ნომიკოსების ოჯახი, ისევე როგორც ლომბაკოების ოჯახი, მრავალშვილიანი იყო, მათი შვილების სახელები იყო: ვასილი, კალიოპა, ეკატერინე, მიხეილი, ევანგელი და ალექსანდრე. უფროსი შვილი ვასილი დაიბადა 1884 წელს, ალექსანდრე და ევანგელი იყვნენ ტყუპები. კალომირა ნომიკოსი სერიზულად იყო ჩართული შენობის რეკონსტრუქციაში და მიაღწია კიდეც ამ შედეგს. მისი ქმარი ეწეოდა აქტიურ მოღვაწეობას ქალაქში: დააარსა მაკარონის ფაბრიკა, შემდეგ წისქვილი (ააგო 1882 წელს). მისმა პროდუქციამ არაერთხელ დაიმსახურა სხვადასხვა ჯილდო[3]..

ანტონ ნომიკოსი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მარტს. 1912 წლიდან მისი სახლის ნახევარში განთავსდა ტაგანროგელთა საკომისიო-სააგენტო კანტორა. 1920 წელს შენობაში განთავსდა პროფესიული სამედიცინო სკოლა, რომელსაც სხვადასხვა დროს ეწოდა სამედიცინო ტექნიკუმი, სამედიცინო სასწავლებელი და საფერშლო-სამეანო სკოლა.

ნომიკოსის სახლი 1925 წლამდე ეკუთვნოდა მის შთამომავლებს. 1941 წელს აქ გახსნეს სახალხო სახლი. 1992 წლიდან სახლი რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

კუთხის ორსართულიანი სახლი აგებულია აგურის სტილში. XX საუკუნის დასაწყისში დაამატეს დამატებითი არქიტექტურული გაფორმება. მეორე სართულის ფანჯრები ნახევარწრიულია[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Номикоса дом//Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону. Ростиздат, 2003
  2. Объекты культурного наследия регионального значения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-03-15.
  3. Дом 53, Петровская улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-16. ციტირების თარიღი: 2017-03-15.