ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Донской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ნოვოშახტინსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.
ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნოვოშახტინსკი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1992-2004 |
მისამართი: 346900, როსტოვის ოლქი, ქალაქი ნოვოშახტინსკი, ხარკოვის ქუჩა № 177.
ისტორია
რედაქტირებატაძრის მშენებლობაში პირველი ქვის ჩადება საძირკველში გაიმართა 1992 წლის მარტში. ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია შენდებოოდა დაახლოებით 12 წელი. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა 2002 წლის გაზაფხულამდე. ეკლესია აშენდა მოქალაქეებისა და საქალაქო ორგანიზაციების სახსრებით. შედეგად ქალაქში აშენდა აგურის, ორიარუსიანი ეკლესია, რომელსაც აქვს ცხრა გუმბათი და ორი საკურთხეველი ჰქონდა. ცენტრალური საკურთხეველი აკურთხეს დონის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ხოლო ქვედა საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე.
2003 წელს გაიმართა გუმბათების კურთხევა, რომელიც მოახდინა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა. 2004 წლის 31 აგვისტოს აკუთხეს ქვედა ეკლესიის საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე.
2014 წლის 29 მაისს ნოვოშახტინსკის დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიას მიანიჭეს სამთავარეპისკოპოსო მონასტრის სტატუსი. 2014 წელს შახტინისა და მილეროვსკის ეპისკოპოსმა სიმონმა აკურთხა ცენტრალური საკურთხეველი და სრულიად ტაძარი.
ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის, ბიბლიის წრე მოზარდებისათვის და ახალგაზრდა მართლმადიდებლების კლუბი.
დონის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი რომანი (ამპლეევი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Новошахтинск. Церковь Донской иконы Божией Матери.
- Церковь Донской иконы Божией Матери დაარქივებული 2017-12-21 საიტზე Wayback Machine.
- Архиерейское подворье Донской иконы Божией Матери დაარქივებული 2017-11-29 საიტზე Wayback Machine.
- Новошахтинск: прошлое и настоящее. Храм Донской иконы Божией матери დაარქივებული 2016-12-05 საიტზე Wayback Machine.