ნოვონიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი

ნოვონიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ ნოვონიკოლაევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ნოვონიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
ნოვონიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი — რუსეთი
ნოვონიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნოვონიკოლაევკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი novo-nikolo.prihod.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1891

მისამართი: 346755, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი ნოვონიკოლაევკა, კოოპერატივის ქუჩა № 3.

ისტორია რედაქტირება

1833 წელს დონის როსტოვიდან, ნოვონიკოლაევკაში გადაიტანეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი. სოფელში ტაძარი ააგეს და აკურთხეს წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის პატივსაცემად. ტაძარი 1893 წლამდე იდგა. ტაძრის შენობა და სამრეკლო აგებული იყო ცაცხვისგან. 1893 წელს, ტაძრის შენობა მიყიდეს ვაჭარ ნეჩაევს და გადაიტანეს ხუტორ პოდკუშევსკში, წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის საკურთხევლით.

1891 წელს სოფელ ნოვონიკოლაევკაში, ქვის ფუნდამენტზე ააგეს ახალი აგურის ტაძარი. ტაძარი იყო დიდი, სიგრძე შეადგენდა 47 მეტრს, სიგანე - 23 მეტრს, სიმაღლე კარნიზებამდე - 12 მეტრს, სამრეკლოს სიმაღლე -21 მეტრს. ტაძართან იყო აშენებული აგურის ქოხი (საყარაულო). მსახურება ნიკოლაევსკის ტაძარში ტარდებოდა 1936 წლამდე, რის შემდეგაც ტაძარი დახურეს, ამავე წელს დაანგრიეს. უკვე 1938 წლის აგვისტოშიმოხდა ადგილობრივი მართლმადიდებელი საზოგადოების ლიკვიდაცია.

დიდი სამამულო ომის დროს, გერმანული ოპერაციისას, 1942 წელს, სოფელში აღადგინეს მსახურება სამლოცველო სახლში, რადგან 1936 წელს აგურის შენობა განადგურებული იყო. ლოცვები მიმდინარეობდა ტაძრის ყოფილ საყარაულოში. შენობა აღჭურვილი იყო 1895 წელს და ომამდე მასში მუშაობდა სასოფლო სკოლა. 1945 წლის თებერვალში, ყოფილი ტაძრის საყარაულო გადაეცა ტაძრის საზოგადოების აღმასრულებელ კომტეტს, უვადო და შუზღუდავი გამოყენებით, თუმცა 1954 წელს კომიტეტს იგი ჩამოართვეს. ამავე წელს გადაწყვიტეს შენობა ისევ გადაეცათ სკოლისთვის, სკოლის სასწავლო სახელოსნო შენობების არქონის გამო.

1955 წლის აპრილში, საზოგადოებამ შეიძინა თანასოფლელ მიხაილიჩენკოს საცხოვრებელი სახლი და აღიჭურვა სამლოცველო სახლი. 1955 წლის მაისში იქ გამართა პირველი მსახურება, მაგრამ 1961 წელს ისევ დაიწყო სამლოცველო სახლის დახურვის კამპანია. 1962 წლის თებერვალში, როსტოვის ოლქის სამარის საკრებულომ მიიღო გააწყვეტილება, რომ რეგისტრაციიდან მოეხსნათ რელიგიური, მართლმადიდებლური საზოგადოება ნოვონიკოლაევკაში, ხოლო მომლოცველი მრევლს მიერ გაწეული თანხებით შეძენილი სამლოცველო სახლი უნდა გადაეცათ სოფლის სკოლის საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

1991 წელს, სოფელ ნოვონიკოლაევკაში წმინდა ნიკოლოზის ტაძარმა განაახლა თავისი საქმიანობა. ამ დროს მართლმადიდებელ საზოგადოებას გადაეცა მაღაზიის შენობა. შენობა იყო გარემონტებული, გააკეთეს საკურთხეველი, კანკელი, ზემოდან დაადგეს ჯვარი და გუმბათი. 2002 წელს ტაძართან აშენდა სატრაპეზო და სატაძრო დახლის სახლი. მოგვიანებით, მოხდა ტაძრის გაზიფიცირება, შეცვალეს იატაკები. ამ დროისთვის ტაძარი არის მომქმედი და ტაძარში მუშაობს საკვირაო სკოლა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება