ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნოე, ასევე ცნობილი როგორც ნუჰი (არაბ. نُوْحٌ რომანიზებული: Nūḥ) — ღმერთის წინასწარმეტყველი და მაცნე ისლამში. ის არის ერთ-ერთი ულუ ალ-აზმის წინასწარმეტყველთაგანი. [1] ნოეს მისია იყო გაეფრთხილებინა თავისი ხალხი, რომელიც გარყვნილებასა და სიძვაში იყო ჩაძირული. ღმერთმა ნოეს დააკისრა ექადა ხალხისთვის, მოუწოდებდა მათ დაეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა, პატიოსანი და სუფთა ცხოვრებით ეცათ თაყვანი ერთადერთი ღმერთისთვის. [2] მიუხედავად იმისა, რომ ის გულმოდგინებით ქადაგებდა ღვთის ცნებას, მისმა ხალხმა უარი თქვა გამოსწორებაზე, რამაც გამოიწვია კიდობნის აგება და დიდი წარღვნა. ისლამურ ტრადიციაში სადავოა, დიდი წარღვნა გლობალური მოვლენა იყო თუ ადგილობრივი.[3]

ნუჰის კიდობანი

ნოე ყურანში

რედაქტირება
  • როგორც ერთ-ერთი პირველი მაცნე: 4:163, 6:84, 11:25, 26:107, 29:14, 37:75, 57:26, 71:1–2, 71:5
  • ნოეს ქადაგებები: 4:163, 7:59, 7:61–64, 10:71–72, 11:25–26, 11:28–31, 11:42, 23:23, 26:105–106, 26 :108, 26:110, 71:1–3, 71:8–20
  • ნოეს გამოწვევები: 7:60–61, 10:71, 11:27, 11:32, 14:9, 23:24–26, 25:37, 26:105, 26:111–113, 26:116– 118, 38:12, 40:5, 50:12, 53:52, 54:9–10, 66:10, 71:6–7, 71:21–24, 71:26–27
  • „მადლიერი“ ნოე: 17:3
  • ნოეს ნატვრათა ასრულება: 21:76–77, 26:119, 37:75, 54:11–12
  • ღმერთმა გაანადგურა ნოეს ხალხი: 7:64, 9:70, 10:73, 11:37, 11:43–44, 11:89, 23:27, 25:37, 26:120, 29:14, 37:82 , 40:31, 51:46, 53:52, 54:11–12, 71:25
  • ნოეს გადაარჩენა კიდობანზე: 7:64, 10:73, 11:37–38, 11:40–44, 11:48, 23:27–29, 26:119, 29:15, 37:76, 54:13–15, 69:11

აიათები სადაც ნოე ღმერთის შუამავლადაა მოხსენიებული

რედაქტირება
  • „უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს , იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნი) დავუდს “ (4:163) [4]
  • „და ჩვენ ვაჩუქეთ მას ისჰაყი და იაღყუბი და სწორ გზაზე დავადგინეთ ყველა, წინათ ჭეშმარიტ გზაზე დავადგინეთ ნუჰი და მისი შთამომავლები: დავუდი და სულეიმანი და ეიუბი და იუსუფი და მუსა და ჰარუნი. და ასეთნაირად მივაგებთ სიკეთისმქმნელთ!“ (6:84) [5]
  • „და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: „უეჭველად, მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.“ (11:25) [6]
  • „უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.“ (26:107) [7]
  • „და ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, და დაჰყო მათთან ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და შეიპყრო ისინი ცუნამმა, რამეთუ უსამართლონი იყვნენ!“ (29:14) [8]
  • „და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და ჩვენ დავუდგინეთ მათ შთამომავლობას შუამავლობა და წიგნი. ამრიგად, მათგან ნაწილი ჭეშმარიტ გზას ადგას, ხოლო უმრავლესობა მეამბოხე ცოდვილია.“ (57:26) [9]
  • „უეჭველად, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, რომ: „შეაგონე შენი ხალხი ვიდრე მიეწევა მათ სასჯელი მწარე“! (71:1) [10]
  • „უთხრა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად , მე ვარ ცხადი შემგონებელი თქვენთვის.““ (71:2) [11]
  • „თქვა: ღმერთო ჩემო! უეჭველად, მე მოვუწოდებდი ჩემს ხალხს დღე და ღამე“ (71:5) [12]
  1. NÛH - TDV İslâm Ansiklopedisi
  2. Lalljee, compiled by Yousuf N. (1981). Know your Islam (3rd ed.). New York: Taknike Tarsile Quran. გვ. 73. ISBN 9780940368026
  3. Stephen J. Vicchio (2008), Biblical Figures in the Islamic Faith, Wipf and Stock Publishers, გვ. 94, ISBN 978-1-556-35304-8
  4. ყურანი 4:163
  5. ყურანი 6:84
  6. ყურანი 11:25
  7. ყურანი 26:107
  8. ყურანი 29:14
  9. ყურანი 57:26
  10. ყურანი 71:1
  11. ყურანი 71:2
  12. ყურანი 71:5
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_ისლამში“-დან