ნოდარ შენგელია

ქართველი მეცნიერი, თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ნოდარ შენგელია (დ. 10 იანვარი, 1932 — გ. 2024) — ქართველი მეცნიერი, თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1960-1979 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1979-2008 წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 1982-1986 წლებში ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.

ნოდარ შენგელია
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1932(1932-01-10)[1]
გარდ. თარიღი 2024[2]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1932 წლის 10 იანვარს. 1951-1956 წლებში სწავლობდა და დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში დაასრულა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1961 წელს ნოდარ შენგელიამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ოსმალური გადასახადები და საგადასახადო სისტემა გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით“, რამაც პრაქტიკულად განსაზღვრა მისი შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობა. დოკუმენტური და ნარატიული ძეგლების გარდა მისი ინტერესის სფეროში სულ უფრო იკვეთებოდა საქართველოს სელჩუკებთან და ოსმალებთან ურთიერთობების ისტორიის პრობლემები და 1968 წელს, ნოდარ შენგელიამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში“.

არის 13 მონოგრაფიისა და 204 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქართულის გარდა ფლობდა რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ და ფრანგულ ენებს.

გარდაიცვალა 2024 წლის აგვისტოში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება