ნოდარ მაისურაძე (მეტალურგი)
ნოდარ სერგოს ძე მაისურაძე (დ. 31 ივლისი, 1934, თბილისი) — ქართველი მეტალურგი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1999).
ბიოგრაფია
რედაქტირება1958 წელს დაამთავრა სპი-ის მეტალურგიული ფაკულტეტი შავი ლითონების მეტალურგიის სპეციალობით. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის აგლოსაბრძმედე საამქროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, 1971-1992 წლებში იყო ამიერკავკასიის „ცენტრბრძმედრემონტის“ სპეციალიზებული სამმართველოს უფროსი, 1993 წლიდან — რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ტრესტ „მეტალურგის“ მმართველი, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა წლებში მივლინებული იყო ინდოეთში, იუგოსლავიაში, ალჟირში ადგილობრივი მეტალურგიული საწამოებისათვის ტექნიკური დახმარების გასაწევად. 1996-1997 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის „426 მმ–იანი დიამეტრის უნაკერო მილების გლინვის ტექნოლოგიის შემუშავება და წარმოებაში დანერგვა“ გადაეცა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.