სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმნაძე.

ნოდარ იმნაძე (დ. 10 სექტემბერი, 1945 — გ. 30 აპრილი, 1991) — ქართველი პოლიტიკოსი.

ნოდარ იმნაძე
დაბადების თარიღი 10 სექტემბერი, 1945
დაბადების ადგილი 30 აპრილი, 1991 (45 წლის)
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1991(1991-04-30) (45 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1975 წლიდან აჭარის სამხატვრო სახელოსნოს მხატვარ-გამფორმებელი. საქართველოს ჰელსინკის კავშირის ბათუმის რეგიონული ჯგუფის ხელმძღვანელი. 1990-1991 იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წლის 14 მარტს ნ. იმნაძე აირჩიეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად. 22-23 აპრილის მოვლენები მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა. იყო ცდა მოსახლეობაში მისადმი დაეთესათ უნდობლობა.

30 აპრილს აპირებდა საინფორმაციო მიტინგის ჩატარებას. იმავე დღეს ღამით დაიღუპა. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება