ნოდარ ელიზბარაშვილი
ნოდარ კლიმენტის ძე ელიზბარაშვილი (დ. 28 ივლისი, 1959, ბათუმი) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1982). 1985 წლიდან კითხულობდა ლექციებს თსუ-ში და ს.-ს. ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1998–2006 წლებში იყო თსუ-ის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2005–2006 წლებში — ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (შეთავსებით), 2006–2008 წლებში — განყოფილების გამგე. ელიზბარაშვილის შრომები ეხება მთიანი ტერიტორიების ლანდშაფტურ-ეკოლოგიური დაგეგმარების საფუძვლებს, გამოიკვლია და დააფუძნა ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდოლოგია საქართველოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 645.