ნოდარ გიორგის ძე დოლიძე (დ. 12 თებერვალი, 1928, თბილისი, — გ. 5 აგვისტო, 2001, იქვე) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1979). საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე (1987).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (თსსი) (1952). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქირურგად სანატორიუმ „ბორჯომ-ლიკანის“, ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, ასევე თსსი სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე (1979 წლიდან პროფესორი), საქართველოს სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგიული სტაციონარის ხელმძღვანელად, 1995 წლიდან — თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის „საქართველოს“ ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგედ. მის მიერ შემოთავაზებული იყო ჩირქოვანი სეფსის მკურნალობის მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით; ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ჰემო და იმუნოსორბცია; პლაზმოფორეზი; ანტიბიოტიკების ენდოლიმფურად შეყვანა და სხვ. 1985 წელს მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ზაზა ფანასკერტელის მედლით (1998) და ღირსების ორდენით (1998).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ჩირქოვანი ქირურგიის აქტუალური საკითხები, თბ., 1985;
  • Этиопатогенез поздних осложнений и заболеваний после резекции желудка у больных язвенной болезнью, Тб., 1973;
  • Вопросы хирургической гериатрии острых заболеваний органов брюшной полости,Тб., 1976.

ლიტერატურა

რედაქტირება