ნიშანი
ნიშანი (სამართ. ისტ.), ფეოდალურ საქართველოში:
- ბეჭედი ან სხვა რამ სამკაული (იშვიათად ვერცხლის ან ოქროს ფული), რომელსაც სასიძო ან მისი წარმომადგენელი საპატარძლოს ან მის მშობლებს გადასცემდა. საპატარძლოს გარდაცვალების ან მისი მხრივ პირობის დარღვევის შემთხვევაში ნიშანი უკან უნდა დაებრუნებიანა, ხოლო თუ დანიშნული ქალი დამნიშვნავზე გათხოვდებოდა, ნიშანი ქალის საკუთრებად ითვლებოდა. (იხილეთ აგრეთვე ბელგა, ნიშნობა);
- წერილობითი დოკუმენტი („მამულის ნიშანი“, „წიგნი და ნიშანი“);
- საეკლესიო გამოსაღები, რომელსაც მიცვალებულის პატრონი იხდიდა. ზოგჯერ ნიშანი მიცვალებულის მოსაგონებელ მის რაიმე ნივთს (ცხენი, იარაღი, ტანსაცმელი) ნიშნავდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., ქსე, ტ. 7, გვ. 453, თბ., 1984