ნიუ-იორკის სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნიუ-იორკის სამზარეულო - ნიუ-იორკში გავრცელებული კერძების და მათი მომზადების ტრადიციების ერთობლიობა. ქალაქის ეთნიკური მრავალფეროვნება მის სამზარეულოზე ძლიერად აისახება როგორც ცალკეულ ეთნიკულ რაიონებში, ასევე მთელ ტერიტორიაზეც [1]. მათ შორისაა ლათინური ამერიკის, ევროული, ჩინური, ებრაული და ამერიკელი აბორიგენების სამზარეულო. ნიუ-იორკში წარმოიშვა ნიუ-იორკის რესტორანტთა კვირეული - მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოვლენა, როდესაც ერთი ან ორი კვირით ქალაქის ან ქვეყნის მასშტაბით რესტორნებში დიდი ფასდაკლებები მოქმედებს [2].

ნიუ-იორკის კერძები

რედაქტირება

ნიუ-იორკში პოპულარული კერძები ხშირად რაიმე მთელ მსოფლიოში პოპულარული კერძების სპეციფიური ნიუ-იორკული ვერსიებია, მაგ. ნიუ-იორკული პიცა (მზადდება თხელი ცომისგან სქელი კიდეებით, ტომატის სოუზით და დაჭრილი მოცარელათი), ნიუ-იორკული ჩიზქეიკი (განსხვავდება კრემის დიდი რაოდენობით, უმატებენ არაჟანს და ვანილის ექსტრაქტს), ნიუ-იორკული ჰოთ-დოგი [3], ნიუ-იოეკული პასტრამი (სუნელებში შებოლილი ზორცი). ნიუ-იორკთან ასოცირებულია ასევე კვერცხები ბენედიქტი, დონატი, ლობსტერი ნიუბერგი, ვალდორფის სალათა, სტეიკი დელმონიკო, შავ-თეთრი ორცხობილა, ბეკონის, კვერცხის და ყველის სენდვიჩი, დაჭრილი ყველი, კნიში, გამომცხვარი ბრეცელები, ჩაუდერი და სხვა კერძები.

ებრაული სამზარეულო

რედაქტირება

ნიუ-იორკში ებრაელთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და ებრაული სამზარეულო ქალაქის სამზარეულოს ნაწილი გახდა, რის შემდეგაც ზოგმა კერძმა პოპულარობა მთელ მსოფლიოში მოიპოვა. არსებობს ბოსაზრება, რომ ნიუ-იორკში გავრცელებული "დელიკატესენები" (შემოკლებით "დელი") - უჩვეულო, დელიკატესული საკვების და სუნელების მაღაზიები თავდაპირველად ებრაელობის გამოგონება იყო. ნიუ-იორკში ებრაელები ასევე ჩინურ სამზარეულოს ითვისებენ, ებრაელების ნაწილი მას უკვე საკუთარი ეთნიკური სამზარეულოს ნაწილად მიიჩნევს. ნიუ იორკში გავრცელებული ებრაული კერძებია ბიგლი (მათ შორის ნიუ-იორკული ბიგლი), ხბოს ნეკნები, ხბოს ენა, კნიში, ლოქსი, სხვადასხვა სახეობის თევზის ფარში, კარტოფილის ღვეზელი, მაცა, მაცას წვნიანი, ჩალა და სხვა.

იტალიური სამზარეულო

რედაქტირება

ასევე, როგორც ებრაელების შემთხვევაში, ნიუ-იორკთან ასოცირებული კერძების ნაწილი მოდის ქალაქში მცხოვრები დიდი რაოდენობის იტალიელი იმიგრანტებისგან. ამ კერძებში შედის ნიუ-იორკული პიცა, სიცილიური პიცა, პასტა პრიმავერა, კაპუჩინო, სპაგეტი ფრიკადელით, შემწვარი კალმარი, კანოლი, ყველიანი ქათამი, იტალიური პური, სიცილიური პური, ცისარტყელას ორცხობილები, არანჩინი, პენნე ალა ვოდკა, სფოგლატელა და სხვა.

ჩინური და ლათინური სამზარეულო

რედაქტირება

ლათინური ამერიკელი და ჩინელი, მათ შორის ჩინური კუბელი იმიგრანტების დიდი რაოდენობა მთელ შეერთებულ შტატებში აღინიშნება და მათი სამზარეულო პოპულარობით მთელ ქვეყანაში სარგებლობს. მათ შორის ასეთი კერძები, როგორც შემწვარი ფლავი, ქათამი სეზამი, ლუმპანგ შანხაი, ქათამი ბროკოლით, კვერცხის წვნიანი, კუბური ჩიჩარონე დე პოლო, ფლავი ლობიოთი და სხვა.

წყაროები

რედაქტირება