ნიუ-იორკერი (კრაისლერი)

ნიუ-იორკერი კრაისლერის ერთ-ერთი წამყვანი მოდელი იყო 1939–1996 წლებში. მხოლოდ კრაისლერ იმპერიალი იდგა ფასისა და ზომის რანგით უფრო მაღლა ნიუ-იორკერზე.

კრაისლერ ნიუ-იორკერი, 1965
კრაისლერ ნიუ-იორკერი, 1970

1951–1971 წლებში ნიუ-იორკერს კრაისლერის ბიგ-ბლოკ ფაიაპაუა V8 ძრავი, ხოლო მოგვიანებით კი 400 დ3 (6.6 ლ) B ძრავი ჰქონდა.

კრაისლერის იმპერიალის მოდელის 1975 წელს წარმოებიდან მოხსნის შემდეგ მას სახელი გადაერქვა "კრაისლერ ნიუ-იორკერ ბრუგამი" და წარმოებაში 1978 წლამდე დარჩა.

1979 წელს R პლატფორმაზე გადასვლის შემდეგ კრაისლერი უშვებს ნიუ-იორკერის სუბ-მოდელს სახელით „მე-5 ავენიუ“. 1982 წელს ნიუ-იორკერი და მისი სუბ-მოდელი გადადის ლებარონის M-ძარაზე.

1983 წელს, ნიუ-იორკერი გადადის წინა წამყვან კრაისლერ E პლატფორმაზე, რაც დასაწყისი გახდა K-მანქანათა წლებისა. 1988 წელს ნიუ-იორკერი გადადის წინა-წამყვან C პლატფორმაზე, თუმცა ნიუ-იორკერ ტურბო E-ძარაზე რჩება. ნიუ-იორკერ ტურბო ბოლო ნიუ-იორკერია რომელსაც ტურბოჩარჯერი ჰქონდა. მე-5 ავენიუ გაგრძელდა M-ძარაზე, შეუერთდა რა ნიუ-იორკერს ისევ 1990 წელს.

ნიუ-იორკერის ბოლო თაობა წარმოებაში დარჩა წინა-წამყვანი ხიდით და 1994 წელს LH სერია გახდა. ნიუ-იორკერის გამოშვების ბოლო წელი იყო 1996, როდესაც მისი ლუქს კლასის ვერსია LHS გამოვიდა, დამატებითი ქრომირებით, ტყავის სავარძლებითა და რბილი სუსპენზიით.