ახალმეტყველება

(გადამისამართდა გვერდიდან ნიუსპიკი)

ნიუსპიკი, ახალმეტყველება (ინგლ. Newspeak, new - ახალი, speak - ლაპარაკი) — გამოგონილი ენა, რომელიც ჯორჯ ორუელმა აღწერა თავის რომანში "1984". ამ ნაწარმოებში იგი მიუთითებს ძალით გაღარიბებულ ენაზე, რომელიც შემოთავაზებულია სახელმწიფოს მიერ. ნიუსპიკი დაფუძნებულია ინგლისურ ენაზე., მაგრამ გრამატიკა და ლექსიკა ძალზე გამარტივებულია და შემცირებული. ენა მორგებულია ტოტალიტარულ რეჟიმს და მისი მიზანია ნელ-ნელა მოსპოს განსხვავებული აზრი ისეთი სიტყვების ამოღებით, რომლებიც თავისუფლების, ამბოხების და მსგავს იდეებს გამოხატავს.

ამ ენაში ინგლისური ენის შესაბამისი სახელია Oldspeak(Old - ძველი, speak - ლაპარაკი). და ჩაფიქრებულია მისი საბოლოო ჩანაცვლება ნიუსპიკით 2050 წლამდე.

მთავარი პრინციპები

რედაქტირება

მთავარი იდეა არის ენის გამარტივება ისე რომ ტოტალიტარული მმართველობა განმტკიცდეს. მაგალითად, სიტყვა think (ინგლ. ფიქრი(ზმნა)) აღნიშნავს ზმნასაც და არსებით სახელსაც, ამიტომ thought(ინგლ. ფიქრი(არსებითი სახელი)) საჭირო აღარ იყო.

უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვები მიიჩნიეს ზედმეტად და ამოიღეს; მაგალითად, bad გახდა ungood(un პრეფიქსია და მითითებული ფუძის საპირისპირო მნიშვნელობას გულისხმობს, good - კარგი). ზედსართავი სახელები, რომლებიც ინგლისური ენის ჩვეულ წესს შედარებითი და აღმატებითი ხარისხის შესახებ არ ემორჩიებოდა დაუმორჩილეს(მაგ., good, gooder, goodest შეენაცვლა good,better,best -ს). მნიშვნელობის გამაძლიერებელი ზედსართავები(great, very ...) ამოვარდა და ჩვეულებრივი ზედსართავების სიტყვის წინ ჩადგა პრეფიქსი: plus ან doubleplus სიძლიერის მიხედვით; მაგ., great გახდა plusgood. ხოლო excellent(splendid და სხვა) გახდა doubleplusgood.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Burgess, Anthony. Nineteen Eighty-Five. Boston: Little Brown & Co, 1978. ISBN 0-316-11651-3. Anthony Burgess discusses the plausibility of Newspeak.
  • Green, Jonathon. Newspeak: a dictionary of jargon. London, Boston: Routledge & Kegan Paul, 1985, 1984. ISBN 0-7102-0673-9.