ნიჟნი-ტაგილის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
ნიჟნი-ტაგილის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ტაგილში. ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა XIX-XX საუკუნეებში.
ნიჟნი-ტაგილის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 57°51′20″ ჩ. გ. 59°55′57″ ა. გ. / 57.85556° ჩ. გ. 59.93250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ტაგილი, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | რუსულ-ბიზანტიური |
თარიღდება | XIX-XX საუკუნეები |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ტაგილის ეპარქიას.
აღწერა
რედაქტირებანიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი მდებარეობს ქალაქის გარეუბანში, გორბუნოვის რაიონში, მდინარე ლების პირას მდებარე პატარა ჭაობის ნაპირზე, მასზე გადებული ხიდის შორიახლოს. თავდაპირველად ტაძარს ჰქონდა ურალისათვის ტიპური სავაჭრო სახლის სახე და განკუთვნილი იყო ღვინის სახლისათვის, ამიტომ იგი მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის არატიპიურად გამოიყურება. მოგვიანებით, როცა შენობა გადაეცა ეკლესიას, გადააკეთეს და მის არქიტექტურაში შეიტანეს რუსულ-ბიზანტიური ელემენტები. ტაძარი სამგუმბათიანია. შენობა ქვისაა, კედლები და სამრეკლო შეღებილია კრემისფერად. მთავარი შესასვლელი მდებარეობს შენობის შუაგულში და მივყავართ ღვთისმსახურების ოთახში. მეორე შესასვლელი მდებარეობს მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს და ჩვეულებრივად მუდამ დაკეტილია. ტაძარი გარშემორტყმულია ღობით და კარიბჭით, რომელიც ავტომანქანების შესასვლელადაა განკუთვნილი.
ისტორია
რედაქტირებატაძრის შენობა ააგეო ვაჭარმა გრიგორ მიხეილის ძე ხლესტოვმა XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში, როგორც ღვინის ქარხანა. მოგვიანებით ვაჭარმა შენობა გადასცა ნიჟნი-ტაგილის ედინოვერულ საზოგადოებას. ქარხნის შენობა გადააკეთეს ტაძრად თავად მრევლის ფინანსებით და აკურთხეს 1900 წელს. შენობას დააშენეს სამრეკლო და მიაშენეს საკურთხევლის მხარე.
1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა. შენობაში განათავსეს როგორც ახალგაზრდული კლუბი, ასევე სამრეწველო საწყობი. 1953 წლიდან ტაძრის შენობა სოფელ გორბუნოვოს სასოფლო კულტურის სახლს ეკავა.
1996 წელს ერთმორწმუნეების სამართლით, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა სტაროობრიადცების საზოგადოება, ამავე წლის მაისში ტაძრის შენობა დაუბრუნდა მორწმუნეებს. ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს რეფორმამდელი ღვთისმსახურების წიგნებით.