ნიჟნი-ტაგილის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
ნიჟნი-ტაგილის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Историко-краеведческий музей) — ნიჟნი-ტაგილის მთავარი და უძველესი მუზეუმი, მდებარეობს ლენინის პროსპექტზე ტაგილის ჭაობის ნაპირზე ქალაქის ლენინის რაიონში, ქალაქის ცენტრში. შედის ნიჟნი-ტაგილის მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში. მუზეუმი მდებარეობს ქარხნის კანტორის ყოფილი ლაბორატორიის ფლიგელში და გორსოვეტთან ერთად ქმნის ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს „ტაგილის კრემლი“.
ნიჟნი-ტაგილის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი | |
---|---|
57°49′00″ ჩ. გ. 60°01′00″ ა. გ. / 57.81667° ჩ. გ. 60.01667° ა. გ. | |
დაარსდა | 1840 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Nizhny Tagil |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
დირექტორი | სეგეი სტარიკოვი |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
ისტორია
რედაქტირებანიჟნი-ტაგილის თანამედროვე მუზეუმი დაარსდა 1840 წელს და ეწოდებოდა „ბუნების ისტორიისა და სიძველეთა მუზეუმი“. მუზეუმი დაარსდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძის მიერ ორგანიზებული გამოფენის ექსპონატებზე დაფუძნებით. ალექსანდრე ვიზიტით იმყოფებოდა ნიჟნი-ტაგილში 1837 წელს. მუზეუმი დახურული სივრცე იყო, რომლის ძირითადი მიზანი იყო შეეგროვებინა, დაეცვა და შეესწავლა კოლექციები და გამოეყენებინათ იგი როგორც სასწავლო რესურსი დემიდოვების ვიისკის ტექნიკური სასწავლებლისათვის.
1891 წელს მუზეუმის კოლექცია გაერთიანდა ვიისკის მუზეუმთან და მათ ბაზაზე შეიქმნა ნიჟნი-ტაგილის მუზეუმი, რომელიც ღია იყო მნახველებისათვის. მაგრამ ამ მუზეუმმა იმუშავა 1907 წლამდე და დაიხურა ფინანსების არ ქონის გამო, რამაც ბევრი ექსპონატის დაკარგვა გამოიწვია.
მუზეუმი ხელახლა ჩამოყალიბდა 1924 წელს, როგორც ნიჟნი-ტაგილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია შეივსო იშვიათი საგნებით, რომლებიც ყოფილი ბატონების სახლებიდან და ახლომდებარე ეკლესიებიდან შეაგროვეს. მუზეუმის ექსპოზიციამ თანამედროვე სახე მიიღო 1980-იან წლებში, როდესაც მისი შემადგენლობიდან გამოვიდა ბუნების ნაწლი და მას შემდეგ ეწოდება ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
ექსპოზიცია
რედაქტირებამუზეუმის ექსპოზიცია შედგება შვიდი დარბაზისაგან. ექსპონატები ეძღვნება ნიჟნი-ტაგილის ისტორიას უძველესი ეპოქიდან 1917 წლამდე:
- დარბაზი № 1: პირველყოფილი საზოგადოოებრივი წყობა პალეოლითიდან ადრე რკინის ხანამდე; რუსების მიერ ცენტრალური ურალის ათვისების ისტორია XVI-XVII საუკუნეებში.
- დარბაზი № 2: დასახლებების განვითარების ისტორია, XVIII საუკუნეში პირველი მეტალურგიული ქარხნის გამოჩენა.
- დარბაზი № 3: ნიჟნი-ტაგილის ოლქის ისტორია 1806-181 წწ.
- დარბაზი № 4: ნიჟნი-ტაგილის ოლქის კულტურული ცხოვრება XIX საუკუნის პირველ ნახევარში.
- დარბაზი № 5: დემიდოვები რუსული კულტურის ისტორიაში, რუსულ-ფრანგული და რუსულ-იტალიური კავშირები.
- დარბაზი № 6: ნიჟნი-ტაგილის ოლქის ცხოვრება XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
- დარბაზი № 7: :ნიჟნი-ტაგილის ოლქის ცხოვრება XX საუკუნის პირველ ნახევარში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://museum-nt.ru
- Историко-краеведческий музей. TagilCity.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-03-27.
- Нижнетагильский музей-заповедник «Горнозаводской Урал». Наш Урал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-28. ციტირების თარიღი: 2015-03-27.