ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარი
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Спасо-Преображенский собор) — დანგრეული მართლმადიდებლური ტაძარი ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლში. დაარსებულია 1830 წელს. გააუქმეს და დაანგრიეს 1918 წელს. ეკლესია მიეკუთვნებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.
ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის ფერისცვალების ტაძარი | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი |
სასულიერო სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1830-1834 |
ისტორია
რედაქტირებაპირველი ტაძარი, რომელიც ააგეს კრემლის ფერისცვალების ტაძრის ადგილზე, ააშენეს ძალიან მალევე ნიჟნი-ნოვგოროდის დაარსებისთანავე. ეს იყო ეკლესია უფლის ფერიცვალების სახელზე, რომელიც ააგო ვლადიმირის დიდმა მთავარმა იური ვსევოლოდის ძემ 1225-1227 წლებში. ვლადიმირის დიდი სამთავროსაგან ნიჟნი-ნოვგოროდის სამთავროს გამოყოფის შემდეგ მისმა მთავარმა კონსტანტინე ვასილის ძემ მის ადგილზე ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რომელიც ასევე ფერისცვალების სახელობის იყო. იგი აკურთხეს 1352 წელს. სუზდალიდან აღნიშნულ ეკლესიაში გადააბრძანეს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც დაიწერა საბერძნეთში. 1377 და 1378 წლებში ეკლესია ძლიერ დააზარალა თათართა თავდასხმებმა, თუმცა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი დროებით ევაკუირებული იყო და თავდასხმებს გადაურჩა. 1380-იან წლებში ნიჟნი-ნოვგოროდის დიდმა მთავარმა ტაძარი განაახლა.
XVII საუკუნეში მეფე მიხეილ თევდორეს ძემ და მისმა მამამ, პატრიარქმა ფილარეტმა, მეორე სახალხო აჯანყების ორგანიზებისათვის ნიჟნი-ნოვგოროდელიბისადმი მადლიერების გამო, რომლის დროსაც გაათავისუფლეს მოსკოვი, ხაზინიდან გამოყვეს თანხა ახალი ტაძრის მშენებლობისათვის, რადგან ძველი ტაძარი ამ დროისათვის საკმაოდ დაძველებული იყო. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ცნობილი ხუროთმოძღვარი ლავრენტი ვოზოულინი. ეკლესია ააშენს მოსკოვის მიძინების ტაძრის მსგავსად[1]. ძველი ეკლესია ახალთან ერთად იდგა კიდევ 40 წელი. 1672 წელს ძველი ტაძრიდან ახალში გადაიტანეს ნიჟნი-ნოვგოროდის თავადებისა და მათი ცოლების საფლავები, ასევე ეროვნული გმრის კუზმა მინინის ცხედარი[1]. ეკლესია გახდა საკათედრო.
1816 წელს სიძველესთან დაკავშირებით ტაძარში ღვთისმსახურება შეჩერდა, ხოლო 1829 წელს იგი დაანგრიეს. ერთი წლის შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს ახალ ხუთ გუმბათიან და სამ საკურთხევლიან ტაძარს, რომელიც აკურთხეს 1834 წელს. ტაძარში მოაქციეს ნიჟნი-ნოვგოროდის თავადების, მათი მეუღლეების, სასულიერო პირებისა და კუზმა მინინის ცხედრები, სადაც 1850-იან წლებში მთავარეპისკოპოს იაკობის კურთხევით მოეწყო საკურთხეველი და კანკელი. 1870-იან წლებში ეკლესიის ჩრდილოეთ ნაწილში, კუზმა მინინის საფლავზე ააგეს ეგვტერი, რომელიც ააშენეს ლევ დალის პროექტის მიხედვით.
ეკლესიის დასავლეთით დგას მისი სამრეკლო, რომელიც ააშენეს 1715 წლის ხანძრის შემდეგ. 1716 წელს მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე გადაიტანეს ძველი საათი.
ანტონ II 14 წლის განმავლობაში დასაფლავებული იყო ნიჟნი-ნოვგოროდის ხარების საკათედრო ტაძარში, 1841 წლის 9 სექტემბერს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ფერისცვალების ახალ საკათედრო ტაძარში და დამარხეს წმ. დიმიტრის ეკვდერში.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წელს ტაძარი ღვთისმსახურებისათვის დახურეს. 1924-1929 წლებში სამრეკლოც დაშალეს, ხოლო თავად ტაძარი ააფეთქეს საბჭოების სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. აფეთქებამდე საფლავების ნაწილი გახსნეს და გადაიტანეს მუზეუმში. უკვე აფეთქების შემდეგ აღმოაჩინეს მინინის საფლავი და გადაიტანეს მუზეუმში. 1962 წელს 1612 წლის მოვლენების 350 წლისთავთან დაკავშირებით კუზმა მინინის ცხედარი დაკრძალეს ნიჟნი-ნოვგოროდის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში.
ამჟამად ეკლესიის ადგილზე განთავსებულია ნიჟნი-ნოვგოროდის ადმინისტრაციის შენობა (ყოფილი საბჭოების სახლი). მასთან ახლოს 2005 წელს დადგეს სამახსოვრო ჯვარი, ხოლო 2012 წელს ეგვტერი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Информация о Спасо-Преображенском соборе на сайте Государственной архивной службы Нижегородской области
- Несохранившиеся церкви и соборы Нижегородского кремля на портале «Нижегородские музеи»
- Информация о храме в открытой православной энциклопедии «Древо»
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Милюков А. Рюрикова крепость // Древняя и новая Россия. — 1877. — №6. — С.167—169.
- ↑ Митрополит Георгий совершил чин освящения Спасской часовни в Нижегородском кремле (фото) დაარქივებული 2015-06-21 საიტზე Wayback Machine. , Нижегородская митрополия, 1 ноября 2012 года