ნინო ზაალიშვილი (ხელოვნებათმცოდნე)

ნინო იოსების ასული ზაალიშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1945, თბილისი, — გ. 18 აპრილი, 2013, იქვე) — ქართველი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1970), 1972–2008 წლებში აქვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, 2007–2011 წლებში იყო აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საქართველოს მხატვართა კავშირის თანათავმჯდომარე (1996 წლიდან), მდივანი (2002 წლიდან), ხელოვნების განვითარების ცენტრის „არტ არსის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2001 წლიდან). მონაწილეობდა გამოფენებში: საბავშვო წიგნის ბიენალე (თეირანი, 1993), ქართ. მხატვრობა (იუნესკო, პარიზი), პერსონალური (თბილისი, 2000). ავტორია ნაშრომებისა: „ქართული სახვითი შექსპირიანა” (1977–2006), „რეპრესირებული ქართველი მხატვრები” (2006). მისი რედაქტორობით გამოიცა თანამედროვე ქართველ მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა ბიობიბლიოგრაფიული ლექსიკონი „ვინ ვინაა” (2000). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2004).

ლიტერატურა

რედაქტირება