ნინო რევაზის ასული ვეფხვაძე (დ. 6 დეკემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ექიმი-რადიოლოგი, პრევენციული მედიცინის სპეციალისტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1979). 1986-1987 წლებში იყო თბილისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე, 1996-2007 წლებში — თსსუ-ის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის პროფესორი, 2007-2009 წლებში — თსსუ-ის პრევენციული მედიცინის დეპარტამენტის, ხოლო 2009 წლიდან — თსსუ-ის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. ვეფხვაძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია გარემოს რადიაციული ფონების, რადიონუკლიდების მიგრაციისა და ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის საკითხები. მან თანაავტორებთან ერთად შეადგინა საქართველოს რადიაციული რუკა.

ლიტერატურა

რედაქტირება