ნიკოლსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ნიკოლსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მილეროვის რაიონის სოფელ ნიკოლსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 1853 წელს, ხოლო მისი აშენება დაასრულეს 1855 წელს.
ნიკოლსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიკოლსკაია |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1853-1855 |
დეტალები
| |
მასალა | აგური |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მილეროვის რაიონი, სოფელი ნიკოლსკაია.
ისტორია
რედაქტირებაგარე სურათები | |
---|---|
ეკლესიის ფოტო |
ეკლესია, რომელიც ამჟამად დგას სლობოდა ნიკოლსკაიაში, აკურთხეს ღვთისმშობლის კვართის სახელზე 1855 წელს, ხოლო დასახლბა სვინოიმ, როგორც ეწოდებოდა თავდაპირველად სლობოდას, მიიღო ახალი ეკლესიის სახელი - ნიკოლო-პოკროვსკაია (რუს. Покров — კვართი).
დონის კაზაკთა ატამანის სტეფან ეფრემოვის ქალიშვილმა, გენერალ-მაიორის სტეფანე კუტეინიკოვის ცოლმა, მემამულე მელანია კუტეინიკოვმა 1848 წლის იანვარში დონის მთავარეპისკოპოს იოანეს მიმართა თხოვნით ეკლესიის მშენებლბის შესახებ, რადგან უახლოესი ეკლესია მდებარეობდა 15 კილომეტრში სლობოდა კრივოროჟიეში[1]. თავდაპირველად ნიკოლსკაიაში ააგეს სამლოცველო სახლი. ეკლესიის პირველი ქვა საძირკველში ჩადეს ხუთი წლის შემდეგ, ხოლო 1855 წლის 31 დეკემბერს (ახალი სტილით 1856]] წლის იანვარში) აკურთხეს მშენებლობის ადგილი. შემდეგ მის გარშემო შემოავლეს ქვის ღობე და დაიწყეს საეკლესიო-სამრევლო სკოლის მშენებლობა[2]. სამრეკლოს აშენება მხოლოდ 1887 წლისთვის მოხერხდა. ეკლესიის მშენებლობაში თავისი წვლილი შეიტანა მელანიას უფროსმა დამ მარია ვოლხოვსკაიამ, მდინარე კალიტვის მეორე ნაპირზე მიწების მფლობელმა[1].
1930-იან წლებში ეკლესია დახურეს. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს იგი ხელახლა გახსნეს და მასში ღვთისმსახურება იმართებოდა 1962 წლამდე, როდესაც დაიწყო ხრუშჩოვის ახალი შეტევა საეკლესიო ცხოვრებაზე. ეკლესია დახურეს, მისი ნაგებობა გადაეცა საბჭოთა კოლმეურნეობას, მასში ინახავდნენ ხორბალს და თივას. 1981 წლიდან ეკლესია მიტოვებული იყო.
ნიკოლსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება დაიწყო სსრკ-ის დაშლის შემდეგ. 1995 წელს მრევლმა შექმნა სამლოცველო სახლი, რომლისთვისაც მათ გადაეცათ ხელისუფლებისაგან ყოფილი საბავშვო სახლი. 1996 წელს საბოლოოდ გამართეს სამლოცველო სახლი და შემდეგ უკვე დაიწყო ძველი ეკლესიის აღდგენა. ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულდა 2005 წელს.
ეკლესიის წინამძღვარია იოერომონახი დიმიტრი კოროლევი[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- Кириллов А. Донская епархия в её настоящем положении, Новочеркасск, 1896.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Давшие имена слободам. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-27. ციტირების თარიღი: 2017-04-14.
- ↑ Храмы, монастыри Ростовской области
- ↑ В храме Покрова Пресвятой Богородицы слободы Никольской отметили престольный праздник