ნიკოლოზ ჯავახიშვილი

ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი

ნიკოლოზ ჯავახიშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1972, თელავი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი.

ნიკოლოზ ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1972(1972-09-12)[1] (52 წლის)
დაბ. ადგილი თელავი, სსრკ, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1972 წლის 12 სექტემბერს თელავში, ლიტერატურათმცოდნისა და მწერლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ გიორგი ჯავახიშვილისა და პედაგოგ მარიამ გოგბაიძის ოჯახში.

მსახურობდა საქართველოს არმიაში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სხვადასხვა დროს იყო: ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1997 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს.

2000 წელს პროფესორთა საბჭომ მიანიჭა დოცენტის წოდება. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ქართული ფალერისტიკა“ (1997 წ.), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქართული ბონისტიკა“ (2003 წ.).

ავტორია 260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა (მათ შორის 21 წიგნისა), რომლებიც გამოქვეყნებულია: ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ლატვიურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და არაბულ ენებზე; არის ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი (2014) და იმავე აკადემიის უცხოელი წევრი (2022) ისტორიის დარგში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: გიორგი (დ. 2000) და ნინო (დ. 2003).

ლიტერატურა

რედაქტირება