ნიკოლოზ ხომიზურაშვილი
ნიკოლოზ მიხეილის ძე ხომიზურაშვილი (დ. 19 სექტემბერი, 1900, თელავი — გ. 1 თებერვალი, 1971, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სოციალისტური შრომის გმირი, პროფესორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დაიტოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. მისი პირველი მეცნიერული ნაშრომები, გამოქვეყნებული გერმანულ ენაზე შეეხებოდა გენეტიკისა და სელექციის საკითხებს. მის კალამს ეკუთვნის 80-მდე მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასები, მეხილეობის სახელმძღვანელოები და „მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის „საქართველოს მეხილეობის“ ოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწვეო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელია.
ბოლო ათი წელი განაგებდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვვლია ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიონოლოგიისა და ციტოგენეტიკის საკითხები და სხვა. ინსტიტუტის ბაზაზე მანვე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“,გვ. 417, თბ., 1994