ნიკოლოზ ბულეიშვილი
ნიკოლოზ ბულეიშვილი (დ. 1902, ქუთაისი — გ. 1959, თბილისი) — საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდათა ორგანიზაციების კომიტეტის წევრი, შემდეგ — თავმჯდომარე, მსახურობდა ქუთაისის მე-3 წითელ ლეგიონში.
ცხოვრება
რედაქტირებანიკოლოზ ბულეიშვილი დაიბადა გლეხის ოჯახში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიიღო იურიდიული განათლება. მუშაობდა ვექილად. ომის დროს გამოდიოდა სამხედრო ტყვეების დამცველად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. პირველად დააპატიმრეს 1922 წლის 11 თებერვალს ქუთაისში, ოკუპაციის წლისთავზე მოსწავლეთა საპროტესტო გამოსვლების ორგანიზების ბრალდებით. გაათავისუფლეს ავადმყოფობის გამო. ამ დროიდან გახდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ახალგაზრდული ორგანიზაციის ცენტრალური კომიტეტის წევრი. მეორედ დააპატიმრეს 1923 წლის 30 აგვისტოს მეტეხის ციხეში და გაათავისუფლეს პარტიიდან გასვლის შესახებ საჯარო განცხადების დაწერის შემდეგ. 1925 წელს მონაწილეობდა ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის იძულებთი თვითლიკვიდაციის პროცესში ხოლო შემდგომ წლებში ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად. მესამედ დააპატიმრეს 1948 წელს „არალეგალური კონტრრევოლუციური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით. საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გადაწყვეტილებით 10 წლის ვადით გადაასახლეს ვორკუტაში, უკიდურეს ჩრდილოეთში.
გადასახლებაში მყოფი მძიმე პირობების მიუხედავად ახერხებდა ქუთაისთან დაკავშირებას და ითხოვდა გაზეთებში გაეხვიათ გასაგზავნი პროდუქტები რათა ამ გზით გაეგო რა ხდებოდა საქართველოში. მძიმედ დაავადებული მესამე პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1958 წელს. გარდაიცვალა 1959 წელს 57 წლის ასაკში ქალაქ თბილისში.
ლიტერატურა
რედაქტირება• პირისპირ: ზეპირი ისტორიები საბჭოთა ტერორზე, თბ., 2019, გვ. 135-143