ნიკოლოზ ბადრიაშვილი
ნიკოლოზ იესეს ძე ბადრიაშვილი (დ. 15 მარტი, 1892, თბილისი, — გ. 12 აპრილი, 1961, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ნიკოლოზ ბადრიაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნიკოლოზ იესეს ძე ბადრიაშვილი |
დაბადების თარიღი |
1892 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
12 აპრილი, 1961 თბილისი |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი |
ჯილდოები | სახელმწიფო ჯილდოები. |
ბიოგრაფია
რედაქტირება1911 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. 1912-იდან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექანიკის განყოფილებაზე. I მსოფლიო ომის (1914–1918) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბიბლიოთეკის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე. ამავე დროს „ავლეველის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში: ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921-ის წლის შემდეგ ერთხანს გორის სახალხო სახლს განაგებდა. 1923 დაევალა თბილისის კომუნალური (1943-იდან თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 ბოლომდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929–1932 განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძველი თბილისის ნაკრძალს. ბადრიაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და რაიონების მეზეუმებში. ბადრიაშვილს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე. რამდენიმეჯერ აირჩიეს თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტყეშელაშვილი ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 324.