ნიკოლოზ ამბერსაძე
ნიკოლოზ დიმიტრის ძე ამბერსაძე (დ. 1754 ― გ. 1814), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. იბრძოდა რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 ომში. 1797 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1798 იყო ორენბურგის დივიზიის არტილერიის ინსპექტორი, 1799 - რუსეთის არმიის არტილერიის ინსპექტორი. XIX საუკუნის დასაწყისში ამბერსაძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი გ., რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან, თბ., 1967, გვ. 31;
- ქსე, ტ. 1, გვ. 351, თბ., 1975