ნიკოლაოზ სიონის დეკანოზი

ნიკოლაოზ სიონის დეკანოზი (დ. 1720 — გ. 1780), XVIII საუკუნის ერთ-ერთი საუკუთესო ოსტატი. მისი შემკვეთნი წრის პირები იყვნენ (მეფე თეიმურაზ II, ვახტანგ აბაშიძე, კათოლიკოსი ანტონ I და სხვა). ნიკოლოზის გადაწერილი წიგნებია: კრებული (S—1295), ლოცვანი (H—1061), დოგმატიკონი (H—601), სადღესასწაულო (A—1454, ყველა ხელნაწერთა ინსტიტუტი) და სხვა. იგი ტექსტებს ჩარჩოებში სვამდა, ამკობდა თავსართებით და ფიგურებით. განსაკუთრებით ლამაზად წერდა ნუსხურს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სტატია „მიქაძეები“, ქსე, ტ. 7, გვ. 26, თბ., 1984