ნიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ნიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია ნეკლინოვის რაიონის სოფელ ნიკოლაევკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია XIX საუკუნეში[1].
ნიკოლაევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ეკლესია XX საუკუნის დასაწყისში | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ნიკოლაევკა |
სასულიერო სტატუსი | მიმდინარეობს რესტავრაცია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1850 |
ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი ნიკოლაევკა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ეკლესია ნიკოლაევკაში, 1782 წელს, ხის მასალით აშენდა და 1878 წელს, უცნობი მიზეზების გამო დაიწვა. ახალი ეკლესია, რომელიც ფერისცვალების საპატივცემოდ აკურთხეს, მორებისგან აშენდა, სამების ციხესიმაგრის მიქაელ მთავარანგელოზის ძველი ეკლესიის ადგილას[2].
დაახლოებით 1850 წელს, აშენდა ქვის ეკლესია ორი სამლოცველოთი, რომელთაგან ერთი ფერისცვალების, ხოლო მეორე, წმინდანების – კოზმას და დამიანეს საპატივცემოდ ეკურთხა[2].
საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ეკლესიის დახურვა. ცნობილია, რომ ტაძრის მღვდელი – გრიგორი კალინოვსკი, სიკვდილით დასაჯეს, „ეკლესიის სახელმწიფოსგან და სკოლის ეკლესიისგან გამიჯვნის შესახებ დადგენილების“ დარღვევის ბრალდებით[2].
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, გერმანელთა ოკუპაციის პერიოდში, საბჭოთა პატიმრები ეკლესიის შენობაში მოათავსეს. უკან დახეულმა ნაცისტებმა, მათ თავი მოუყარეს სარდაფის ოთახში და ჭურვებით დახოცეს პატიმრები. შედეგად, ეკლესიის შენობა დაზიანდა და სამრეკლოში, დღესაც არის განიარაღებული ბომბი[2].
1950 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის ანტი-რელიგიური კამპანიის პერიოდში, ეკლესია დახურეს და გაძარცვეს. თავდაპირველად, შენობას სპორტულ დარბაზად იყენებდნენ, შემდგომ კი ხორბლის საცავად და ქიმიკატების შესანახად[2].
1989 წლის დასაწყისში, ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო. ამჟამად, იგი სრულიად რესტავრირებულია[3] და ფუნქციონირებს საკვირაო სკოლაც[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Николаевка|Церковь Николая Чудотворца ru. ციტირების თარიღი: 2017-02-27
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Благочиния и приходы -Таганрогское благочиние -Приходы -Никольский храм с. Николаевка Неклиновского района -История прихода. ციტირების თარიღი: 2017-02-27
- ↑ Никольский храм с. Николаевка - ОФИЦИАЛЬНЫЙ ПОРТАЛ НЕКЛИНОВСКОГО РАЙОНА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-04-02.