ნიკა თვაური (დ. 25 დეკემბერი, 1983, თბილისი, საქართველო) — ორივე თვალით უსინათლო და მარჯვენა ხელის მტევანამპუტირებული, S-11 კატეგორიის ქართველი მოცურავე. მისი მწვრთნელია ჰენრი კუპრაშვილი. 2011 წლის 1-10 აპრილს თურქეთის ქალაქ ალანიაში S-11 კატეგორიის მოცურავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ორმოცდაათ მეტრზე ბრასით ცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მის მიერ მოპოვებული მედალი დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში, ცურვის სახეობებს შორის პირველია.

მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში უსინათლოთა შორის. ალანია, თურქეთი. 1-10.04.2011. მწვრთნელი ჰენრი კუპრაშვილი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოცურავე ნიკა თვაური
მსოფლიო ჩემპიონატი ცურვაში უსინათლოთა შორის. ალანია, თურქეთი. 1-10.04.2011. ბრინჯაოს მედლის მფლობელი მოცურავე ნიკა თვაური
  • 2011 – საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში.
  • 2011 – უსინათლოთა შორის მსოფლიო თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი - ალანია, თურქეთი. (პირველი საერთაშორისო მედალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.)
  • 2011 – მწვრთნელი ჰენრი კუპრაშვილი.
  • 2012 – იტალიაში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალის მფლობელი, დისტანცია 100 მ. / ბრასი და ოქროს მედალი დისტანცია 50 მ./ ბრასი.
  • 2012 – ლონდონში გამართულ პარალიმპიური თამაშების მონაწილე.
  • 2013 – ბერლინის საერთაშორისო ჩემპიონატზე 2 ვერცხლის მედალის მფლობელი დისტანცია – 100მ და 200მ/ ბრასი.
  • 2013 – შვედეთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი 100 მ./ ბრასი.
  • 2014 – გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალის მფლობელი დისტანცია 50მ./ ბრასი.
  • 2014 – გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა ოფიციალური ლიცენზია ევროპისა და მსოფლიოს გასამართ ჩემპიონატზე, რომელიც პარაცურვის ისტორიაში იყო პირველი ოფიციალური ლიცენზია საქართველოსთვის.
  • 2015 – სეულში გამართულ პარა ოლიმპიურ მსოფლიო თამაშებზე უსინათლოთა შორის გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
  • 2017 – ბერლინის საერთაშორისო ჩემპიონატში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 50მ./ბრასი.
  • 2011 – საუკეთესო პარა სპორტსმენი.
  • 2012 – „ BP-საქართველოს“ ელჩი სპორტსმენი.

ნიკა თვაური არის საქართველოს საუკეთესო პარა სპორტსმენი ცურვაში და საქართველოს ჩემპიონი, სამჯერ ნომინირებული საუკეთესო პარა სპორტსმენად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვაჟა დანელია. ცურვამ მეორე სიცოცხლე დაუბრუნა. გაზ. "ლელო", #080, 2011 წლის 7 აპრილი
  • ვაჟა დანელია. ბრინჯაოს დებიუტი და საგზური. გაზ. "ლელო", #081, 2011 წლის 8 აპრილი
  • ვაჟა დანელია. მსოფლიო მოილიეს და ევროპაზე ფიქრობენ. გაზ. "ლელო", #088, 2011 წლის 16 აპრილი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება