ნიკარაგუის პოლიტიკა
ნიკარაგუის პოლიტიკა იწარმოება კონსტიტუციით დადგენილი პირობების საფუძველზე; რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკარაგუა საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკაა. ქვეყნის პრეზიდენტი მრავალპარტიულ გარემოში არის როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება მთავრობისა და ეროვნული ასამბლეის პრეროგატივაა. იურიდიული ძალაუფლება კი თავისუფალია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
კონსტიტუცია
რედაქტირება1995 წელს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 1987 წელს მიღებული სანდინისტას კონსტიტუციის რეფორმა განახორციელეს. რეფორმის საფუძველზე ეროვნულ ასამბლეას მიეცა ახალი უფლებები, რამაც იგი უფრო დამოუკიდებელი გახადა. ეროვნულ ასამბლეას, ხმათა უმრავლესობის შემთხვევაში, პრეზიდენტის ვეტოს მხედველობაში არმიღების უფლება მიეცა. პრეზიდენტიც და ეროვნული ასამბლეაც ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევა.