ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„ნიზამის პორტრეტი“ ანუ „დიდი პოეტის ნიზამი განჯევის პორტრეტული სახე“[1] (აზერ. Nizaminin portreti) — 1940 წელს აზერბაიჯანელ მხატვარ გაზანფარ ხალიგოვის მიერ შექმნილი ფერწერული გამოსახულება XII ს-ის პოეზიის კლასიკოსისა — ნიზამი განჯევისა.[2] ინახება ბაქოში, ნიზამი განჯელის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმში. ეს პორტრეტი მიჩნეულია ხალიგოვის სერიოზულ შემოქმედებით მიღწევად.

ნიზამის პორტრეტი
ავტორი გაზანფარ ხალიგოვი
წელი 1940
ტიპი პორტრეტი
მუზეუმი აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი

ნიზამი განჯევი გამოსახულია მჯდომარე მდგომარეობაში მუხლებზე დადებული წიგნით. სურათის ზედმეტად მუქი ფერების მიუხედავად, ხელოვნებათმცოდნე ნ. მ. მიკლაშევსკაია აღნიშნავს, რომ შთამბეჭდავია კეთილშობილური სახისა და თავსაბურავის ნიშანდობლივი გამოსახულება, ასევე ტანსაცმლის მკვეთრი ხაზები.

სურათი გამოფენილი იყო მოსკოვში, სახელმწიფო ტრეტიაკოვის გალერეაში 1943 წელს „აზერბაიჯანელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე დიდი სამამულო ომის დღეებში“.

ყურანის მითითებების შესაბამისი ნიზამის აუთენტური გამოსახულება არ არსებობს.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

ნიზამის მხატვრული სახის შესაქმნელად კონკურსი 1939 წელს გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ გაზანფარ ხალიგოვი კონკურსის პირველ ტურში არ მონაწილეობდა, მან პოეტის მეტად ექსპრესიული პორტრეტი დახატა. ამ ნახატზე აღმოსავლეთმცოდნემ, აკადემიკოსმა ევგენი ბერტელსმა თქვა, რომ წარმოდგენილი სახე ისტორიულად სანდოა და ნიზამი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. ხალიგოვის შთაგონებისა და სიფხიზლის წყაროს ბერტელსის, ფილოსოფოს ჰეიდარ ჰუსეინოვის და ლიტერატურათმცოდნე ჰამიდ არასლის კონსულტაციები წარმოადგენდა. საბოლოოდ, გაზანფარ ხალიგოვმა საფუძვლად აიღო ზემოხსენებული ნახატი და ნიზამი განჯევის ფერწერული ტილო შექმნა. 1940 წელს ტილო საუკეთესო ნამუშევრად იქნა მიჩნეული და კონკურსის მეორე ტურზე პირველი პრემია მიენიჭა.[3]

  1. «Правда» о выставке работ художников Азербайджана в Москве 18 августа 1943 г / Под ред. Д. П. Гулиева. — Азербайджанская ССР в период Великой Отечественной войны, 1941-1945 гг.. — Б.: Азербайджанское государственное издательство, 1977. — Т. II. — С. 102.
  2. Халыков Газанфар Алекпер оглы // Популярная художественная энциклопедия / Под ред. Полевого В. М.. — М.: Советская энциклопедия, 1986.
  3. NİZAMİNİN ŞƏRƏFİNƏ BƏSTƏLƏNƏN ƏSƏRLƏR OĞURLANIB? musavat.com