ნეფრუსებეკიძველი ეგვიპტის ქალი-ფარაონი. ტურინის პაპირუსის თანახმად ქვეყანას მართავდა XII დინასტიის მმართველობის დასასრულს 3 წელი, 10 თვე და 24 დღე.

ნეფრუსებეკის ტორსი ლუვრის მუზეუმიდან.

ნეფრუსებეკი არის მეორე ქალი ფარაონი მეექვსე დინასტიის მმართველის, ნიტოკრისის შემდეგ, რომელიც ეგვიპტეს მართავდა. იგი ჩვეულებრივად მიიჩნევა ამენემჰეტ III-ის შვილად, მანეთონიც მას ამენემჰეტ IV-ის დად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ამენემჰეტ IV-ს გარდაცვალების შემდეგ არ დარჩენია მემკვიდრე და ტახტზე ავიდა ნეფრუსებეკი.

ნეფრუსებეკის საფლავი აქამდე აღმოჩენილი არ არის. სავარაუდოდ, მისი კუთვნილება უნდა იყოს დაუსრულებელი პირამიდა მაზგუნში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Dodson, Aidan. Hilton, Dyan. 2004. The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson
  • W. Grajetzki, The Middle Kingdom of Ancient Egypt: History,Archaeology and Society, Duckworth, London 2006 ISBN 0-7156-3435-6, 61-63