ნეფერკაუჰორი
ნეფერკაუჰორი — ძველი ეგვიპტის ფარაონი, მართავდა ძვ. წ. XXII საუკუნეში მიეკუთვნება VIII დინასტიას.
ფარაონი ცნობილია არა მარტო აბიდოსის წარწერებიდან. შემონახულია მისი გამოცემული ბრძანება, რომელიც ეხება მინა-იდის ტაძრის უმაღლეს ქურუმს და კოპტების ნომარხს, სადაც ამ უკანასკნელს ენიჭებოდა მამიდან გადასული თანამდებობა ზემო ეგვიპტის მმართველისა, ყოველივე აქედან გამომდინარე ჩანს, რომ მერვე დინასტიის ბოლოს ზემო ეგვიპტის რამდენიმე რაიონში მმართველები იყვნენ კოპტი ნომარხები. ფარაონის ქალიშვილი ნებეთი ცოლად გაყვა ვეზირ შემაის.