ა. ი. ნესვიცკის საქალაქო საკარმიდამო (რუს. Городская усадьба А. И. Несвицкой; ან რუკავიშნიკოვის თავშესაფარი (რუს. Рукавишниковский приют) — ისტორიული შენობა მოსკოვში, სადოვოეს მოედანზე (სმოლენკო-სენაიას მოედანი, სახ. 30).

ნესვიცკის სახლი
Дом Несвицкой
კოორდინატები 55°44′41″N 37°35′05″E / 55.744781° ჩ. გ. 37.58462° ა. გ. / 55.744781; 37.58462
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
არქიტექტორი მატვეი კაზაკოვი
სტილი ბაროკო, კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735974000

პირველი ცნობები ამ ტერიტორიაზე თარიღდება XVIII საუკუნით, რომლის მაშინდელი მეპატრონე ნ. მ. ჟელიაბუჟსკი იყო. მაშინ აშენებულია ძირითადი შენობაც. 1775 წელს, შენობა უკვე მოსკოვის გენერალურ გეგმაში შედიოდა.[1]

1794 წელს, ტერიტორიას ახალი მეპატრონე ჰყავს — ნ. ი. ნესვიცკაია. მის მეპატრეონობისას, სახლი გადაკეთდა. გარკვეული ცნობებით, იდეის ავტორია ცნობილი არქიტექტორი მატვეი კაზაკოვი, მაგრამ ეს არ დასტურდება, თუმცა, კაზაკოვის ალბომებში ნესვიცკის სახლის გეგმებია მოცემული. 1812 წელს, სახლი ძლიერი ხანძრის შედეგად დაზარალდა, რომელიც შემდგომში გარემონტდა.[1]

1864 წელს, მოვაჭრე ნიკოლაი რუკავიშნიკოვმა თანხა გამოყო მცირეწლოვან დამნაშავეთა თავშესაფრის შექმნისთვის, რომელიც პირველი გახდა მოსკოვში. 1873 წელს, მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით და იმპერატორ ალექსანდრე II-ის გადაწყვეტილებით, თავშესაფარს მოვაჭრის სახელი ეწოდა. როდესაც ნიკოლაი რუკავიშნიკოვი გაციების შედეგად გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე მოსახლეობის გარდა, თავშესაფრის აღსაზრდელებიც იყვნენ. იმისათვის, რომ თავშესაფარმა გაეგრძელებინა თავისი მუშაობა, ძმებმა მოვაჭრეებმა ივანემ და კონსტანტინემ 120 ათას რუბლად სახლი იყიდეს, რომელიც 1878 წელს საქალაქო დაწესებულება გახდა. 1879 წელს, სახლი არქიტექტორ ალექსანდრ ობერის პროექტის მიხედვით გადაკეთდა. თავშესაფრის შენობას ბაღის მხრიდან მიაშენეს კარის ეკლესია რუსულ-ბიზანტიურ სტილში, რომელიც აკურთხეს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. მოგვიანებით მთლიანად შეიცვალა არქიტექტურული ანსამბლის მთელი კომპოზიცია, სმოლენსკის ბულვარის მხრიდან სააღლუმო შესასვლელის ადგილზე მიაშენეს ახალი კორპუსი[1]. 1920 წელს, თავშესაფარი დაკეტეს და აქ კომუნალური ბინები განთავსდა.[2]

1945 წლის შემდეგ, სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა. XXI საუკუნეში, აქ კომერციული ორგანიზაციებია განთავსებული.[1]

არქიტექტურა

რედაქტირება

ნესვიცკის სახლი არაერთხელ გადაკეთდა. დასაწყისში, როდესაც შენობის მეპატრონე ჟელუბუჟსკი იყო, სახლი ბაროკოს სტილში იყო, როდესაც ნესვიცკი დაეპატრონა სახლს, სახლმა სტილი შეცვალა და კლასიკური გახდა: ცენტრში განლაგდა კარიბჭე (პორტიკი), რომელიც რვა კორინთულ სვეტს დაეყრდნო, მორთული ფრონტონით. XIX საუკუნეში, სახლის საკმაოდ დაშორებული იყო ქუჩიდან.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Усадьба Н.И. Несвицкой. ციტირების თარიღი: 2015-05-25.
  2. Дом Несвицкой на Смоленской-Сенной. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-22. ციტირების თარიღი: 2015-05-25.