ნენსი ლენდონ კასებაუმ ბეიკერი (ინგლ. Nancy Landon Kassebaum Baker; დ. 29 ივლისი 1932, ტოპიკა, კანზასი, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, აშშ-ის სენატის წევრი კანზასის შტატიდან 1979-1997 წლებში. არის ალფრედ მოსმან ლენდონის შვილი, რომელიც 1933-1937 წლებში იყო კანზასის გუბერნატორი და 1936 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან. პირველი ქალი, რომელიც სენატში აირჩიეს ისე, რომ იქ მისი მეუღლე მანამდე არ მუშაობდა.

ნენსი კასებაუმი
Nancy Kassebaum
ნენსი კასებაუმი Nancy Kassebaum
აშშ-ის სენატორი კანზასის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 დეკემბერი, 1979 – 3 იანვარი, 1997
წინამორბედიჯეიმზ პირსონი
მემკვიდრეპეტ რობერტსი

დაბადებული29 ივლისი, 1932
ტოპიკა, კანზასი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეჯონ, ფილიპ კასებაუმი (1956-1979), ჰოვარ ბეიკერი (1996-2014)
შვილებირიჩარდ კასებაუმი
განათლებაკანზასის უნივერსიტეტი, მიჩიგანის უნივერსიტეტი
რელიგიაანგლიკანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ნენსი კასებაუმი დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს ქალაქ ტოპიკში, კანზასის შტატი. მამამისი ალფრედ მოსმან ლენდონი იყო წარმატებული მენავთობე, კანზასის შტატის ორგზის გუბერნატორი და 1936 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი. ნენსის დედა, ტეო კობ ლენდონი იყო მუსიკოსი, უკრავდა პიანინოზე და არფაზე[1].

ნენსი ლენდონმა დაასრულა ტოპიკის უმაღლესი სკოლა 1950 წელს. 1954 წელს დაამთავრა კანზასის უნივერსიტეტი. 1956 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი დიპლომატიის ისტორიაში. აქვე შეხვდა ჯონ კასებაუმს, რომელსაც ცოლად გაჰყვა 1956 წელს. ოჯახის შექმნის შემდეგ გახდა საოჯახო კომპანიის Kassebaum Communications-ის ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიისა, რომელიც ფლობდა ორ რადიოსადგურს[2][3]. წყვილი დასახლდა კანზასის ქალაქ მეიზეში, სადაც მათ შეეძინათ ოთხი შვილი[4]. 1975 წელს ნენსი და ჯონი ცალ-ცალკე დასახლდნენ, ხოლო 1979 წელს ოფიციალურად გაშორდნენ ერთმანეთს.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

ქმართან დაშორებისთანავე, კასებუმი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც მუშაობდა კანზასის შტატის სენატორ ჯეიმზ პირსონის ასისტენტად. 1978 წელს გაიმარჯვა აშშ-ის სენატის არჩევნებში და გახდა პირსონის შემცვლელი. მის ყოფილ უფროსს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა 1979 წლის იანვარში, მაგრამ გადადგა ვადაზე ადრე. ამის გამო ნენსი კასებაუმი სენატორის თანამდებობაზე ინიშნება 1978 წლის 23 დეკემბერს. კასებაუმის სენატში მისვლამდე, ყველა ქალი სენატორი იყვნენ ყოფილი სენატორების ქვრივები. სენატორის გარდაცვალების შემთხვევაში შტატისდ გუბერნატორი მის ქვრივს ნიშნავდა სენატორად, გარდაცვლილი მეუღლეების ვადის ამოიწურვამდე. ნენსი კასებაუმი კი გახდა პირველი ქალი სენატორი, რომელიც აირჩიეს სენატში ისე, რომ იქ მის მეუღლეს მანამდე არ უმუშავია[5].

1991 წელს ჟურნალმა ტაიმმა იგი მოიხსენია შესაძლო ვიცე-პრეზიდენტად თუკი დენ ქუეილი არ იქნებოდა კანდიდატი[6].

1996 წელს ნენსი კასებაუმი გათხოვდა მეორედ. მისი მეორე ქმარი გახდა ყოფილი ტენესელი სენატორი ჰოვარდ ბეიკერი[7]. ეს ქორწინება იყო პირველი მოქმედ და ყოფილ სენატორებს შორის[8].

2018 წელს გუბერნატორის არჩევნებზე კანზასში მხარი დაუჭირა დემოკრატ ლორა კელის[9][10].

  1. Paul Hendrickson, “His Daughter, the Senator–Elect from Kansas; Alf Landon Aimed for Washington, Now Nancy Kassebaum Is Going,” 30 November 1978, Washington Post: G1.
  2. „Nancy Landon Kassebaum | Biography & Facts“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  3. Etats-Unis House of representatives Office of history and preservation, House (U S. ), Committee on House Administration Staff. Women in Congress, 1917-2006. — Government Printing Office, 2006. — 1020 с. — ISBN 9780160767531.
  4. Women in Congress - Nancy Landon Kassebaum, Senator from Kansas (2011-07-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  5. Suzanne O'Dea Schenken, Suzanne O'Dea. From Suffrage to the Senate: An Encyclopedia of American Women in Politics. — ABC-CLIO, 1999. — 1007 с. — ISBN 9780874369601.
  6. Time Covers - The 90'S - Hosted by Google (19 April 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 13 თებერვალი 2020.
  7. „Nancy Kassebaum and Howard Baker“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  8. Donna Hightower-Langston. A to Z of American Women Leaders and Activists. — Infobase Publishing, 2014-05-14. — 305 с. — ISBN 9781438107929.
  9. WIBW. „Laura Kelly touts growing list of Republican support“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-28.
  10. „GOP stalwart Nancy Kassebaum picks Democrat Laura Kelly over Kris Kobach“. kansascity (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-28.