ნეგუშები (სერბ. Петровићи-Његоши) — დინასტია მონტენეგროში, ქვეყანას მართავდნენ 1697-1918 წლებში. მათი სახელწოდება მომდნარეობს ნეგუშების ტომიდან. ნეგუშების პირველი წარმომადგენლები მიტროპოლიტები (ვლადიკები) იყვნენ. ფლობდნენ სასამართლო და საერო ხელისუფლებას. დინასტიის დამაარსებელი დანილო I აქტიურად ებრძოდა ოსმალეთს და პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან. 1918 წელს დიდმა სახელმწიფო სკუპშჩინამ ნეგუშები გადააყენა და მონტენეგრო სერბეთს შეურთდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კელაპტრიშვილი ო., აბსანაძე თ., მსოფლიო სამეფო დინასტიები, ლექსიკონი, გვ. 168, თბ., 2019.