ნახიჩევანის ხანების სასახლე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ნახიჩევანის ხანების სასახლე — წარმოადგენს XVIII საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს ქალაქ ნახიჩევანში. XX საუკუნის დასაწყისამდე იგი ნახიჩევანელი ხანების საცხოვრებელს წარმოადგენდა. XVIII საუკუნის ბოლოს სასახლე ააშენა ქელბალი-ხან კენგერლიმ, ნახიჩევანის ბოლო ხანის ეხსან ხანის მამამ. ისტორიული ცნობებით ეს სასახლე აშენდა 1780 წელს, იგი მიეკუთვნება აზერბაიჯანული ხუროთმოზღვრების მარგალიტებს. ამ სასახლის კომპლექსის ზოგიერთი ნაწილი ჩვენ დრომდე შემორჩა. ხანები და ხანების შთამომავლები ცხოვრობდნენ აქ 1920 წლამდე. სასახლე ორსართულიანია. თავის დროს სასახლე შედგებოდა ორი ნაწილიდან. სამხრეთ ნაწილს ადმინისტრაციული დატვირთვა ჰქონდა, მიმდინარეობდა კრებები და ხდებოდა სტუმრების მიღება, ხოლო ჩრდილო ნაწილში ცხოვრობდა ხანის ოჯახი.
ნახიჩევანის ხანების სასახლე | |
---|---|
მდებარეობა | ნახიჩევანი |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ნახიჩევანის ხანების სასახლე ძველი დროიდან იზიდავდა მოგზაურებისა და დიპლომატების ყურადღებას. იგი მოიხსენიება აღმოსავლეთმცოდნეების, სამხედროებისა და დიპლომატების დღიურებში და მემუარებში, რომლებიც სტუმრობდნენ ნახიჩევანს XIX საუკუნეში.
1989 წელს ნახიჩევანის ხანების სასახლე გადაკეთდა ხალიჩის მუზეუმად.