ნახიჩევანის მუზეუმი ღია ცის ქვეშ
ნახიჩევანის მუზეუმი ღია ცის ქვეშ (აზერ. Naxçıvan Açıq Səma Altında Muzey) — ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ღია ცის ქვეშ აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჩევანში (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა).
ნახიჩევანის მუზეუმი ღია ცის ქვეშ | |
---|---|
38°56′00″ ჩ. გ. 45°50′00″ ა. გ. / 38.93333° ჩ. გ. 45.83333° ა. გ. | |
დაარსდა | 2002 |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
დაიხურა | აზერბაიჯანი, ნახიჩევანი |
ნახიჩევანის მუზეუმი ღია ცის ქვეშ დაარსდა 2002 წელს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი მეჯლისის თავმჯდომარის ვასიფ თალიბოვის განკარგულების საფუძველზე. მუზეუმი განლაგებულია 3 ჰა ფართობზე.
მუზეუმის ტერიტორიაზე განლაგებულია მომინე ხათუნის მავზოლეუმი. მუზეუმის ძირითად ექსპონატებს წარმოადგენენ ბატკნების გამოსახულების მქონე ქვები. ამათ გარდა მუზეუმის ფონდებს ასევე მიეკუთვნება ქვის სხვადასხვა ფორმის ფიგურები, აკლდამები და კოლონები. ასევე მუზეუმის ტერიტორიაზე განლაგებულია გიამიგაიადან ჩამოტანილი წარწერებიანი საფლავის ქვები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბრინჯაოს ხანას.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ National Academy of Sciences of Azerbaijan. Nakhchivan Branch. The Encyclopaedia of Nakhchivan Monuments. Vasif Talibov. Nakhchivan. 2008