ნახიჩევანის იმამ-ზადეს მავზოლეუმი

ნახიჩევანის იმამ-ზადეს მავზოლეუმი (აზერ. Naxçıvanın İmamzadə kompleksi İmamzadə türbəsi) — მავზოლეუმი აზერბაიჯანში, ნახიჩევანში.[1]

ნახიჩევანის იმამ-ზადეს მავზოლეუმი
აზერ. Naxçıvanın İmamzadə kompleksi İmamzadə türbəsi

ბაჰრუს კენგერლის ტილოზე გამოსახული იმამზადე
მდებარეობა ნახიჩევანი, აზერბაიჯანი
სტილი ნახიჩევანის სკოლა
თარიღდება 1722—1732 წლები

არქიტექტურა

რედაქტირება

როგორც სხვა აზერბაიჯანული ძეგლები, იმამ-ზადეს კომპლექსიც იყო აშენებული XVII—XVIII საუკუნის სტილში, რომელიც სეფიანთთა პერიოდს მიეკუთვნება. ამ სტილის დამახასიათებელ ელემენტებს წარმოადგენენ ყველაზე ადრინდელი დამკრძალავი თაღები და მეჩეთები, რომლებიც შენდებოდა მათ მახლობლად. კვადრატის ფორმის მავზოლეუმი წარმოადგენს იმამზადე ნახიჩევანის კომპლექსის ძირითად ნაწილს. მავზოლეუმში შესასვლელში არსებული წარწერიდან ჩანს, რომ მისი მშენებლობა დაიწყო 1722 წელს, ხოლო დასრულდა 1732 წელს.

კონსტრუქციები, რომლებიც ემიჯნება მავზოლეუმს მოგვიანებით არის მიშენებული და ვიზუალურად ჩანს, რომ ისინი რამდენჯერმე იქნა რეკონსტრუირებული. მავზოლეუმი სავსებით შეიძლება მივაკუთნოთ მაღალი გუმბათის მქონე მავზოლეუმებს. მავზოლეუმი მიეკუთვნება XVII საუკუნეს. როგორც ჩანს კომპლექსი იმამ-ზადე იყო დამკრძალავი ნაგებობების ცენტრი. მავზოლეუმს გარს არტყავდა შუა საუკუნეების სასაფლაო, მაგრამ მან ვერ მოაღწია ჩვენამდე. შუა საუკუნეებში აქ იყო დასახლება და ადგილობრივი დერვიშების სათაყვანო ადგილი.

2004 წელს არქიტექტურულ კომპლექსს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

  1. К.М. Мамед-заде. Строительное Искусство Азербайджана( с древнейших времен до XIX в.). — Baku : Элм, 1983. — P. 234