ნახიდის ღვთისმშობლის ეკლესია
ნახიდის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდში. ეკლესია აგებულია გვიანი შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის ქვითაა ნაგები. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასიმეტრიული ფორმის აბსიდით, რომლის სამხრეთი მხარე სწორკუთხაა. საკურთხევლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი, რომლის ძირშიც ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხევლის მხრები ოდნავ წინ გამოწეულია.
იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. ეკლესიის კამარა შეისრულია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი. იატაკი მიწაყრილია. ნაგებობის საბურავი აყრილია. ეკლესიას გარშემო მშრალიწყობის გალავანი შემოუყვება.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 148-149