ნახვამდის, ბავშვებო
ნახვამდის, ბავშვებო (ფრანგ. Au revoir les enfants) — ლუი მალის 1987 წლის ავტობიოგრაფიული ფილმი. ფილმმა მიიღო ოქროს ლომი და სეზარი საუკეთესო ფილმისთვის, ხოლო რეჟისორმა BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის.
„ნახვამდის, ბავშვებო“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ლუი მალი |
პროდიუსერი | ლუი მალი |
სცენარის ავტორი | ლუი მალი |
როლებში | გასპარ მანესი, რაფაელ ფეიტიე |
მუსიკა | კამილ სენ-სანსი, ფრანც შუბერტი |
ოპერატორი | რენატო ბერტა |
მონტაჟი | ემანუელ კასტრო |
დისტრიბუტორი | Orion Classics |
გამოსვლის თარიღი | 7 ოქტომბერი 1987 |
ხანგრძლივობა | 104 წთ. |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
შემოსავალი | $4 542 825 |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მოქმედება მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოკუპირებულ საფრანგეთში. კათოლიკური კოლეჯის დირექტორი კოლეჯში სამ ებრაელ ბავშვს შეიფარებს საიდუმლოდ. ფრანგი ბიჭი, ჟულიენ კანტენი ერთ-ერთ მათგანს დაუმეგობრდება. კოლეჯის დირექტორს გესტაპოში დაასმენენ და დირექტორსა და სამივე ებრაელ ბიჭს იჭერენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Au revoir les enfants“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Au revoir les enfants“ — Allmovie-ზე
- Au Revoir les Enfants screenplay at Google Books
- Criterion Collection essay by Philip Kemp დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine.