ნაქალაქევის წმინდა გიორგის ეკლესია
ნაქალაქევის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
სოფელში დგას წმ. გიორგის მცირე ზომის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია, ნაგებია ძირითადად შირიმის ქვით. გამოყენებულია ყორე-ქვაც. ეკლესიას ღრმა, შვერილი, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ინტერიერში აბსიდის ჩრდი-ლოეთით ერთი თაღოვანი ნიშაა. საკურთხევლის წინ სოლეაა. ეკლესიას მოკლე მკლავები აქვს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წახნაგოვან ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. აბსიდის კონქი ამოყვანილია მცირე ზომის, შირიმის ქვით. აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა ნაოთხალი სარკმელია. ეკლესიას სამივე მხრიდან კარიბჭე აქვს. ამათგან დასავლეთისა თითქმის განადგურებულია. ისინი სამივე მხრიდან თაღებითაა გახსნილი. სამხრეთი კარიბჭით თუ ვივარაუდებთ, გადახურვა ნახევარსფერულია. აღმოსავლეთი კედლიდან სარკმლის საპირე ქვები ჩამოყრილია. ეკლესიას დეკორატიული მორთულობა არ გააჩნია, გარდა გუმბათის წახნაგებში მოთავსებული თაღე-დისა. ეკლესიას სამი მხრიდან ფრონტონები აქვს. ნაგებობას ასრულებს თარო ლავგარდანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 148-149