ნაროს კოსმოსური ცენტრი
ნაროს კოსმოსური ცენტრი — სამხრეთ კორეის კოსმოდრომი. ცენტრი მდებარეობს კუნძულ ვენაროდოზე (კორ. 외나로도), კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთის კონცხთან სიახლოვეს, პროვინცია ჩოლა-ნამდოში. მისი მშენებლობა დაიწყო 2003 წელს და დასრულდა 2009 წელს. მრავალჯერადი გადატანის შემდეგ 2009 წლის 25 აგვისტოს 17:00 საათზე ადგილობრივი დროით კოსმოდრომიდან კორეული რაკეტამატარებლის პირველი გაშვება განხორციელდა. რაკეტამატარებემლმა ნარო-1 ორბიტაზე მცირე სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი გაიყვანა. კორეის კოსმოსური პორგრამის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი რუსეთის სპეციალისტებსაც.