ნაპოლეონ II
ნაპოლეონ II (Napoléon François Joseph Charles Bonaparte, 20 მარტი, 1811, პარიზი, საფრანგეთი - 22 ივლისი, 1832, ვენა, ავსტრია) - იყო საფრანგეთის პირველი იმპერიის, პირველი იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტისა და მისი მეორე მეუღლის, ავსტრიის პრინცესის მარი ლუიზის ერთადერთი შვილი. იყო ბონაპარტისტების მემკვიდრე, რომის მეფე, რაიხსშტატის ჰერცოგი.