ნაპოლეონის გაქცევა მოსკოვიდან პარიზში
ნაპოლეონის გაქცევა მოსკოვიდან პარიზში — რუსი ოსტატის, ალექსანდრ პეტროვის სახვითი საჭადრაკო ამოცანა, რომელიც 1812 წლის ნაპოლეონის კამპანიის დასკვნით ნაწილს ასახავს. აღნიშნულ ამოცანის საწყის პოზიციაში უჯრა „b1“ მოსკოვს აღნიშნავს, „h8“ - პარიზს, შავი მეფე - ნაპოლეონს, თეთრი მეფე - იმპერატორ ალექსანდრე I-ს, თეთრი მხედრები - კაზაკებს, „h1-a8“ დიაგონალი მდინარე ბერეზინას.
ამოხსნა
რედაქტირება1.მd2++ მფa2 2.მc3+ მფa3 3.მdb1+ მფb4 4.მa2+ მფb5 5.მbc3(a3)+ მფa6 6.მb4+ (ლa8×) მფa7 7.მb5+ მფb8 8.მa6+ მფc8 9.მa7+ მფd7 10.მb8+ მფe7 11.მc8+ მფf8 12.მd7+ მფg8 13.მe7+ მფh8 14.მფg2(g3)× ნაპოლეონი დატყვევებულია.
მეექვსე სვლაზე a8 უჯრიდან ლაზიერით შამათი ცხადდებოდა, მაგრამ ავტორმა არ გამოაცხადებინა იგი, რადგანაც სინამდვილეშიც კაზაკებმა ბერეზინასთან ვერ დაატყვევეს ნაპოლეონი, თუმცა ჰქონდათ ამის შესაძლებლობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე თ., ჭადრაკის ანბანი, თბ., 1983. — გვ. 293-294.