ნანა კიზირია

ქართველი ენათმეცნიერი

ნანა ანტონის ასული კიზირია (დ. 17 ივნისი, 1941, თბილისი — გ. 2 თებერვალი, 1994) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ნანა კიზირია
დაბ. თარიღი 17 ივნისი, 1941(1941-06-17)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2 თებერვალი, 1994(1994-02-02) (52 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ენათმეცნიერი და ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 1958-1963 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1965-1969 წლებში ნანა კიზირია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი იყო. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია („ჭანურის ბგვერითი შედგენილობა. ექსპერიმენტული გამოკვლვეა“). 1971 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1982 წლიდან ნანა კიზირია უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, 1990 წლიდან — წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1989 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „თანამედროვე სალიტერატურო ქართული ინტონაცია (ექპერიმენტული გამოკვლევა)“.

ნანა კიზირია ორი მონოგრაფიისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო წერილის ავტორია. იგი, აგრეთვე იყო ფონეტიკოს-ექსპერიმენტატორი, რომელიც იყენებდა ექსპერიმეტული კვლევის უახლეს მეთოდებს.

მონოგრაფიები

რედაქტირება
  • ჭანურის ბგერითი შედგენილობა (ექსპერიმენტული გამოკვლევა სოფელ სარფის მეტყველების მიხედვით) 1980 წელი.
  • სალიტერატურო ქართულის ინტონაციის საკითხები 1987 წელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება