ნამეისის ბეჭედი (ლატვ. Nameja gredzens) — ტრადიციული ლატვიური ბეჭედი, რომელიც გამოხატავს ლატვიის დამოუკიდებლობას, მეგობრობას, ნდობას და სამი ანტიკური ლატვიური მიწის: კურზემეს, ლატგალიას და ვიძემეს სიმბოლოა.[1][2]

ვერცხლის ნამეისის ბეჭედი

დიზაინი და ტრადიცია მოდის ანტიკური ლატგალელების მიწებიდან. რომელიც ლატვიის ოტხი ისტორიული რეგიონებიდან ყველაზე სამხრეთით მდებარეობს. ბეჭედი იმ სახით როგორც დღესაა ცნობილი პირველად ჩნდება XII საუკუნეში.[3] ნამეისისი ბეჭედი ლატვიის კულტურის ზოგადი სიმბოლოა. 1928 წელს ალექსანდრ გრინსმა დაწერა ნოველა, Nameja gredzens (სამეისის ბეჭედი), რომელმაც მოახდინა ბეჭდის და მისი სიმბოლიზმის პოპულარიზება.[4] 2018 წელს ალბარს გრაუბმა გადაიღო ფილმი წარმართი მეფე (ლატვიურად: Nameja gredzens). რომელმაც ბეჭდის ლეგენდის ალტერნატიული ვერსია შემოგვთავაზა.[5]

ნამესის ბეჭედი, მისი დიზაინისა და მითოლოგიური მნიშვნელობის გამო, გახდა ლატვიური საიუველირო საქმიანობის ცენტრალური ფიგურა.[6]

XX საუკუნეში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნემესის ბეჭდის მიმართ ინტერესის აფეთქება იყო, როგორც ბეის ასევე როგორც ლატვიის დამოუკიდებლობის სიმბოლოს მიმართ.[7] მას ძირითადად კაცები ატარებდნენ, თუმცა თანამედროვეობაში ქალებსაც უკეთიათ.[3] ბეჭდის დასამზადებლად ძირითადად ვერცხლი გამოიყენება, თუმცა შეიძლება დამზადდეს ოქროსგან ან ბრინჯაოსგანაც.[4] კლასიკური ნამესის ბეჭედი შედგება სამი ერთმანეთზე გადახვეული ზოლისგან. ბოლო პერიოდში პოპულარულია მთავარ ღერძზე შემოხვეული ორი მცირე ზოლი.[1]

წარმოშობა

რედაქტირება

ბეჭედი თავიდან აღმოჩენიალია ანტიკური ლატგალელების მიწებზე.[3] სახელი ნამეისის მომდინარეობს გვიანი XIII საუკუნის ზემგალელი, პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის ნამეისისიდან. თუმცა ბეშედი სინამდვილეში არსებობდა XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში.[6]

სამეისისი დაბადებამდე XII საუკუნის ბოლოთი დათარიღებული ანალოგიური დიზაინის ბეჭდებია აღმოჩენილი, რომლებსაც არქეოლოგები ძირითადად ანტიკური ლატგალელების მიწებზე პოულობენ. რაც ადასტურებს, რომ ნამესისს ვერ ექნებოდა ბეჭედთან კავშირი.[7] სახელი ნამესისის ბეჭედი 1920-იანებამდე არ გამოიყენებოდა, სანამ საფლავების გათხრის დროს ორი ორიგინალი ბეჭდის აღმოჩენა არ მოხდა ანტიკური ლატგალიაში, რის შემდეგაც მათი იმიტირება პოპულარული გახდა.[1] ნამეისის ბეჭედი იშვიათი არქეოლოგიური აღმოჩენაა. მიიჩნევა, რომ XII საუკუნეში ანალოგიური ბეჭედი ძალიან ძვირფასი ნივთი იქნებოდა, რადგან ის ძირითადად კეთდებოდა ვერცხლისგან ხოლო დამუშავების პროცესი რთული და ხანგრძლივი იყო.[2]

ლეგენდები

რედაქტირება

ნამესისის ბეჭდის წარმოშობაზე რამდენიმე ლეგენდაა XIII საუკუნის სემიგალების ბელად ნამეისისთან დაკავშირებული. ლეგენდბის მიხედვით ზუსტად მან შექმნა ეს ბეჭედი.

ლეგენდის მიხედვით ნამესისის იყო ერთ ერთი უკანასკნელი მეომარი, რომელიც ლატვიაში გერმანელი ჯვაროსნების შეჭრის წინააღმდეგ იბრძოდა. ის ლიეტუვის საჰერცოგოში წავიდა გადასახლებაში, თუმცა განშორებისას გადაგრეხილი რკინის ბეჭედი მისცა, რომ მას შეხვედრის დროს მისი ვაჟი ეცნო. ნამესისის ვაჟს საფრთხე შეექმნა, როდესაც გერმანელებმა ბეჭდის საიდუმლო შეიტყვეს. მათ ნამესისის ვაჟს ძებნა დაიწყეს, რათა ქრისტიანობაზე მოექციათ და ჩაბარება ეიძულებინათ. ლეგენდის მიხედვით ბიჭის იდენტობის დასაცავად ყველა სემიგალიელმა კაცმა და ბიჭმა ანალოგიური ბეჭედი გაიკეთა.[6]

სვა ლეგენდის მიხედვით, შუა საუკუნეებში გერმანელი გერმანელი ჯვაროსნები ნელა მიიწევდნენ ლატვიის ტერიტორიაზე და ტომებს რიგრიგობით ამარცხებდნენ. გერმანელების მეფესთან ბრძოლის წაგების შემდეგ ნამეისისი იძულებული იყო ოჯათან და ტომთან ერთად ლიეტუვაში გადასულიყო. იქ მან დაამზადებინა ბეჭდები და გადასცა თავის უახლოეს წრეს, როგორც მეგობრობის და ნდობის სიმბოლო.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 R, Gunta (2014). „Nameja gredzens – latviešu pazīšanās zīme“ (ლატვიური). ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  2. 2.0 2.1 „Nameja Ring - EAT RIGA - HOME“. Making of Namejs ring (ინგლისური). 2014-12-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-08. ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  3. 3.0 3.1 3.2 The Namejs Ring en (2015). ციტირების თარიღი: 2018-05-09
  4. 4.0 4.1 Bundza, Maria. (2014) Reflections on AABS conference.
  5. Nedēļa līdz filmas "Nameja gredzens" pirmizrādei, https://ltv.lsm.lv/lv/raksts/11.01.2018-nedela-lidz-filmas-nameja-gredzens-pirmizradei.id115236/. წაკითხვის თარიღი: 2018-05-09
  6. 6.0 6.1 6.2 Paukskens, Kristina (19 November 2008). „Ethnographic jewelry in the Baltic States“. The Baltic Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-09.
  7. 7.0 7.1 Coins - Namejs Ring. ლატვიის ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-25. ციტირების თარიღი: 2018-05-09