ნამდემუნი
ნამდემუნი — სეულის ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრის კარიბჭე. აგებულია 1389 წელს. კარიბჭე მდებარეობს იუნგის რაიონში, სეულის სადგურსა და სეულის პლაზას შორის, კარიბჭის გვერდითაა განთავსებული ასევე ისტორიული 24-საათიანი ნამდემუნის ბაზარი.
XIV საუკუნეში აგებული კარიბჭე, ისტორიული პაგოდის სტილის კარიბჭეა და სამხრეთ კორეის რიგით პირველ ეროვნულ საგანძურად ითვლება. ეს იყო ერთ-ერთი კარიბჭე სეულის გალავნის სამი ძირითადი კარიბჭიდან. ნამდემუნი არის პირველი შენობა ჩოსონის მეფის მეფე თაეჯოს მეფობის ბოლო წლებში აშენებული. აღდგენილია 1447 წელს.
2008 წელს კარიბჭის ხის პაგოდა მძიმედ დაზიანდა ხანძრის შედეგად. კარიბჭეზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 2010 წლის თებერვალში და დასრულდა 2013 წლის 29 აპრილს. კარიბჭე ხელახლა გაიხსნა 2013 წლის 5 მაისს.
სახელწოდება
რედაქტირებასამხრეთ კორეის მთავრობა ძეგლს ოფიციალურად უწოდებს სუნგნიემუნს (კარიბჭე ამაღლების ცერემონიალისთვის), მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩოსონის დინასტიიდან მოყოლებული უფრო ცნობილია ნამდემუნის (დიდი სამხრეთის კარიბჭე) სახელით. ხალხის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ნამდემუნი შეიცვალა იაპონიის იმპერიის მიერ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი პირვანდელი სახელი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
სხვა კარიბჭისგან განსხვავებით, სუნგნაემუნს თავისი სახელი ვერტიკალურად აწერია. სუნგნაემუნი, ეს სახელი ნიშნავს „ცეცხლს“, რომელიც ხუთ ელემენტთან ჰარმონიაშია და ასევე ვერტიკალურადაა დაწერილი, ჩინური ხასიათის „ცეცხლი“ აღნიშნავს, რომ იგი უზრუნველყოფს დაცვას.
ისტორია
რედაქტირება2008 წლის ხანძრამდე
რედაქტირება2008 წლის ხანძრის წინ ნამდემუნი იყო უძველესი ხის სტრუქტურა სეულში. ქალაქის კარიბჭე შედგებოდა ხისა და ქვის წყობებისაგან და პაგოდისაგან რომლის სახურავის მშენებლობა, დასრულდა 1398 წელს და თავდაპირველად გამოიყენებოდა უცხოელი ემიგრანტებისათვის მოსალოცად, სწორედ ამ ტერიტორიაზე ბინადრობდენ ციმბირული ვეფხვები, რომლებმაც დიდი ხნის წინ დატოვეს ეს ადგილი. მშენებლობა დაიწყო 1395 წელს მეფე თაეჯოს მეფობის მეოთხე წელს და 1398 წელს დასრულდა. კონსტრუქცია 1447 წელს მეფე სეჯონგის მეფობის 29-ე წელს არაერთხელ განახლდა და გადაკეთდა.
XX საუკუნის დასაწყისში ქალაქის კედელი, რომელიც გარს ეკრა ქალაქს, განაანადგურე სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანად გამართვისთვის. იაპონიის პრინცის სეულში ვიზიტის გამო იძულებულები იყვნენ ნამდამუნის ირგვლივ არსებული კედლები დაენგრიათ, რადგანაც ითვლებოდა, რომ პრინცი კარიბჭეში გასასვლელად ძალიან დიდი იყო. კარიბჭე დაიხურა საზოგადოებისათვის 1907 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ააშენა ელექტროტრამვაი მიმდებარე ტერიტორიაზე. 1938 წელს, ნამდემუნი კორეის გუბერნატორის მიერ კორეის ნომერ პირველ საგანძურად გამოცხადდა.
ნამდემუნი კორეის ომის დროს ძალიან დაზიანდა. მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშოები 1961 წელს დაიწყო და 1963 წლის 14 მაისს დასრულდა. მას 1962 წლის 20 დეკემბერს ნომერ პირველი ეროვნული საგანძური სტატუსი მიანიჭეს. კარიბჭე კიდევ ერთხელ აღადგინეს 2005 წელს. 2006 წლის 3 მარტს კი კიდევ ერთხელ გახსნეს საზოგადოებისთვის.
2008 წლის ხანძარი
რედაქტირება2008 წლის 10 თებერვალს დაახლოებით 8:50 საათზე, ცეცხლი გაუჩნდა და მძიმედ დააზიანა ნამდამუნის კარიბჭის თავზე მდებარე ხის სტრუქტურა. ცეცხლი კონტროლს არ ექვემდებარებოდა და შუაღამის შემდეგ, მიუხედავად 360-ზე მეტი მეხანძრის ძალისხმევისა საბოლოოდ გაანადგურა სტრუქტურა. ბევრი მოწმე იტყობინებოდა, რომ ხანძრის დაწყებამდე საეჭვო ადამიანი დაინახეს და ორი ერთჯერადი ნათება დაინახეს. 69 წლის მამაკაცი, ჩაე ჯონგ-გი (Chae Jong-gi) დააკავეს ხანძრის გაჩენის ბრალდებით და მოგვიანებით მან თავისი დანაშაული აღიარა. პოლიციის კაპიტანი იტყობინებოდა, რომ ჩაე ხატავდა საღებავით იატაკზე და შემდეგ ცეცხლი გაუხსნეს.
რესტავრაცია
რედაქტირებასამხრეთი კორეის კულტურული მემკვიდრეობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იგი სამწლიან პროექტს განახორციელებდა, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდ ვონს შეადგენდა (დაახლოებით 14 მილიონი დოლარი), რათა აღადგინოს ისტორიული კარიბჭე, სამხრეთ კორეაში ყველაზე ძვირადღირებული პროექტით. პრეზიდენტმა ლი მიუნგ-ბაკმა დაიწყო შემოწირულობის კამპანია, რათა დაეფინანსებია სტრუქტურის აღდგენა.
2010 წლის იანვრისთვის პავილიონის 70 %, პირველი სართული და ციხე კედელის 80 % დასრულდა. კედლისა და ძირითადი ჩარჩოების დასრულება დაიგეგმა აპრილში და მაისში. სვეტები უნდა ყოფილიყო დახვეწილი, ორნამენტული ნიმუშებითა და ფერებით.
2013 წლის იანვარში ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ კარიბჭის აღდგენა 2013 წლის მაისში დასრულდებოდა. სეულში მკაცრი ამინდის პირობების გამო მშენებლობა ხუთი თვით გადაიდო. 2013 წლის 17 თებერვალს სამუშაოების 96 % დასრულდა და ყველა ფოლადის საყრდენი მოიხსნა. 2013 წლის 29 აპრილს დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო გახსნა 2013 წლის 4 მაისს დაიგეგმა ბავშვთა დღის წინა დღეს. იგი ოფიციალურად გაიხსნა 2013 წლის 5 მაისს, ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ. აღდგენის დასრულებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, საღებავმა დაიწყო ძრობა და ხემ ტყდომა. პრეზიდენტმა პაკ კინ ჰემ ბრძანა ამ საკითხის გამოძიება.