ნაირი (კინოთეატრი)
კინოთეატრი ნაირი (სომხ. Նաիրի կինոթատրոն) — სიდიდით მეორე კინოთეატრი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს მაშტოცის ავენიუსა და ავეტიკ ისაჰაკიანის ქუჩის გადაკვეთაზე ცენტრალურ, კენტრონის რაიონში.[1] გაიხსნა 1920 წელს და ერევნის უძველეს კინოთეატრს წარმოადგენს. თავდაპირველი შენობა 1950-იან წლებამდე ამირიანის ქუჩაზე მდებარეობდა, შემდეგ კი კინოთეატრი მაშტოცის ქუჩაზე, დღევანდელ შენობაში გადავიდა.
კინოთეატრი ნაირი Նաիրի կինոթատրոն | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები | 40°11′21″ ჩ. გ. 44°31′06″ ა. გ. / 40.18917° ჩ. გ. 44.51833° ა. გ. |
შენობის ტიპი | კინოთეატრი |
მდებარეობა |
![]() |
ქვეყანა | სომხეთი |
მისამართი | 50 Mashtots Avenue, Yerevan |
დაიწყო | 1920 |
ადმ. ერთეული | ერევანი |
საიტი | http://nairicinema.am/ |
კინოთეატრის ამჟამინდელი შენობა 1952-1954 წლებში აშენდა და ორ დარბაზს მოიცავს.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Nairi Cinema. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2015-10-23.