ნაილა ბაღიროვა
ნაილა ბაღიროვა (აზერ. Nailə Ağadadaş qızı Bağırova; დ. 20 ივნისი, 1939, ბაქო – გ. 21 ივლისი, 2020, ბაქო) — აზერბაიჯანელი ეკონომისტი და სახელმწიფო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებანაილა ბაღიროვა 1939 წლის 20 ივნისს ბაქოში დაიბადა. 1961 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა . კარიერა 1957 წელს აზერბაიჯანის სსრ ფინანსთა სამინისტროს მდივნის თანამდებობით დაიწყო. 1961-1983 წლებში მთავარ ინსპექტორად მუშაობდა, ასევე მთავარ ეკონომისტად დარგის დაფინანსების განყოფილებაში, განყოფილების უფროსის მოადგილედ, განყოფილების უფროსად, ხოლო 1983-1984 წლებში აზერბაიჯანის სსრ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ[1].
1984 წელს ნაილა ბაღიროვა, რომელიც აზერბაიჯანის სსრ ეკონომიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 1988 წლამდე, კომიტეტის გაუქმებამდე, მუშაობდა. 1989 წლის იანვრიდან არის აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1990 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის „ხიდმათის“ კონცერნის პრეზიდენტად მუშაობდა[1].
ნაილა ბაღიროვა „საპატიო ნიშნის“ ორდენით დაჯილდოვდა. მისი სახელი მოხვდა ინგლისში გამოცემულ წიგნში „მსოფლიოს საქმიანი ქალები“[2].
გარდაიცვალა 2020 წლის 21 ივლისს ბაქოში[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Бағырова Наилә Ағададаш гызы // Азәрбајҹанда ким кимдир? (Сорғу-мәлумат китабы). Тәртибчи-мүәллифләр: Тејмур Әһмәдов, Тарыјел Ҹаһанҝир. Бакы: "Азәрбајҹан Енсиклопедијасы" НПБ. 1999. С. 67. ISBN 5-89600-253-x.
- ↑ "Dünyanın işgüzar qadınları" kitabına salınan Nailə Bağırova
- ↑ Azərbaycanda sabiq nazir vəfat etdi