ნათელა რევაზის ასული დოღონაძე (დ. 13 მაისი, 1954, მოსკოვი) — ქართველი პედაგოგი, ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელი. პედ. მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

დაამთავრა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხოურ ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1978). 1978-1983 წლებში მუშაობდა იქვე, 1983-2009 წლებში — საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1998 წლიდან — შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (2006 წლიდან პრორექტორია), არის ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სრული პროფესორი. 1995-1997 წლებში დოღონაძე იყო საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი. მისი სამეცნიერო კვლევის თემაა უცხოური ენების სასწავლო-მეთოდიკური კომპლექსის შედგენისა და გამოყენების პრობლემა მოზრდილთა სწავლებაში (ინგლისური ენის მაგალითზე).

ლიტერატურა

რედაქტირება